• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, ხუთშაბათი, 7 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა… ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო” – ირაკლი გედენიძე

ალია ავტორი - ალია
14:56 04-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
648

“წულუკიანის კომისიის” სხდომაზე, სადაც “ფოტოგრაფების საქმეზე” საუბრობენ, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ თქვა:

“იყო ახალი გათხრილი საფლავი. ჯიქიას სასაფლაოზე რომ ბასრავს ისეთ მიწაზე დამაგდეს. ბორკილები მაქვს ისევ დადებული, მუხლებზე ვაგდივარ და ავხედე და უკვე ყველას შავი ნიღაბი უკეთია. დამიწყეს ცემა, რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყამდნენ ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩაღუნული, ვერც ხელებს ვიფარებ და ვიცავ იდაყვებით, რომ სასიცოცხლო ორგანოები დავიცვა. მერე გადავვარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლის ქვევით ფეხით დარტყმა. მერე ვიღაცამ კეფაში ჩამარტყა. ვეკითხებოდი, რა გინდათ, მითხარით და გეტყვით – თქო. ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო. რას აკეთებ, არ გაგივარდეს- მეთქი, სად ვმუშაობ ხომ იცი მეთქი და აღარ მუშაობ უკვეო და იარაღიანი ხელი გამარტყა სახეში. კაი, კაი, წამოდითო იქ მივიყვანოთო და ამწიეს და ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს მოდულში.

იქ გაჩერდნენ ცენტრალურ შესასვლელთან და რაციით ელოდებოდნენ დასტურს. მერე გადმოსცეს, რომ ვსო, შეყვანილები არიან და ეგეც შემოიყვანეთო, – საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

სახლში, სანამ ეს ამბები მოხდებოდა, აღწერის პროცედურა რომ მიდიოდა, უფრო სწორად ჩხრეკის, რაციით იყო ერთხელ გადაძახილი, რომ ერთი თქვეს გიას მისამართი, მეორე თქვეს ვარკეთილი და მესამე აღარ მახსოვს, კარგად ვერ გავიგე. სამი მისამართი თქვეს და ჰო, ჰო ყველაფერი კარგად არის, წესრიგშიაო. შემიყვანეს მოდულში, ამიყვანეს მე-4 სართულზე, ბოლო სართული იყო და შემიყვანეს ჩვეულებრივ სამუშაო ოთახში. იქ იყო იგივე კითხვები, მე ვისთან მქონდა კავშირი, დანარჩენ ფოტოგრაფებს არავინ ახსენებს.

მე არ ვიცი კიდევ ვინ არის დაკავებული. მე ვიცი, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ დაკავებული და ნათია იქ არ მინახავს სახლიდან გასვლის მერე. მოდულშიც ვიღაც ჩემთვის დღესაც უცნობი პიროვნება, თვალის ბუდიდან გადმოსული თვალები ჰქონდა, ის იყო ძალიან აგრესიული, თავის არეში მირტყამდა მუშტებს, რომ „აღიარე და აღიარე“ – არ ვიცი რა უნდა ვაღიარო, მითხარით რაში ვარ ეჭვმიტანილი მეთქი, ერთი და იგივე მეორდებოდა ცემა ტყეპის ფონზე. მოდი დავტესტოთო და მეთქი რა უნდა დატესტონ და ეს მაგას უძლებსო. მეთქი რას უნდა გავუძლო და მერე ვიღაცამ თქვა, ხო, დენს ეს უძლებსო და გამახსენდა 1992 წელი, სამოქალაქო ომი. საქმეს არ ეხება, მაგრამ მოკლედ გავიხსენებ. მაშინ სამი დღის მანძილზე მე ელექტროშოკით მაწამებდნენ ჩამოკიდებულს და კარცერში ვირთხა მყავდა სამი დღის მანძილზე, სანამ მიპოვეს. ისევ ჩემი პროფესიის გულისთვის რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება და სამეგრელოში ყოფნა გადავიღე. აი, ამისთვის დამიჭირეს პირველად. ეს ყველაფერი ალბათ ძალიან ცოტამ იცოდა ეს ისტორია და ეს მათ იცოდნენ, რომ ელექტროშოკი კი არა თითი რომ მომაჭრა, იმას ვერ გავიგებ დღეს.

გავყავარ ოთახიდან, ზურგზე მაქვს ხელები დაწყობილი, დერეფანში მივდივარ და ცემა-ტყეპას კიდევ გავუძელი და ვერ გავუძელი ჩემს გამოფენას. კედლებზე, ორივე მხარეს ჩემი გადაღებული ფოტოები იყო. ფაქტობრივად ჩემს გალერეაში გამატარეს და უცებ უკნიდან მესმის: „დაიჩოქე ბიჭო“, დავიჩოქე, „ახლა კეფაზე დაიწყვე ხელები“ და რომ ხვრეტენ ასეთ პოზაში დამაყენეს, პაუზა ჰქონდათ 10 წამიანი და „ვსო, დავაი წადი“ ამ სიტყვებით, ძლივს ჩავედი კიბეებზე, სარდაფში“-

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:59 08-07-2025
თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა

11:17 08-07-2025
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved