• რეკლამა
  • კონტაქტი
16:02, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იყიდება ქმარი, გაცვლას და დაბრუნებას არ ექვემდებარება” – გაბრაზებულმა ქალმა ონლაინაუქციონზე ქმარი “გაიტანა”

ალია ავტორი - ალია
10:35 02-04-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ახალი ზელანდიის მაცხოვრებელმა ირლანდიელმა ქალმა ქმრის გაყიდვა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მან სასკოლო არდადეგების დროს ის ბავშვებთან მარტო დატოვა.

როგორც Independent-ი წერს, ლინდა მაკალისტერი ჯონზე 2019 წელს დაქორწინდა, იმ დროისთვის წყვილს უკვე ჰყავდა 2 შვილი. კოლტი, რომელიც ახლა 4 წლისაა და რაიდერი, რომელსაც უკვე 6 წელი შეუსრულდა.

ცოტა ხნის წინ ბავშვებს სკოლაში არდადეგები დაეწყოთ და როგორც ლინდა ამბობს, ამან იმოქმედა მათ დროის რეჟიმზეც – ბავშვებმა გვიან დაძინება დაიწყეს. იმ პერიოდში ჯონი სათევზაოდ წავიდა და ცოლი ბავშვებთან მარტო დატოვა. ირლანდიელი ქალი ქმრის საქციელმა გააბრაზა და სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა. მან ქმარი ონლაინ აუქციონზე TradeMe გასაყიდად განათავსა.

“იყიდება ქმარი, სიმაღლე 184 სმ. ასაკი 37 წელი. უყვარს ნადირობა და თევზაობა, მოსწონს ფერმერობა. შეიძლება ახალ გარემოში მოხვედრისას შფოთვამ შეიპყროს, მაგრამ შეუძლია დამოუკიდებლად დამშვიდდეს. სამართავად მარტივია. ჰყავდა რამდენიმე მფლობელი. გაცვლას და დაბრუნებას არ ექვემდებარება,”- დაწერა ლინდამ გასაყიდი “ნივთის” აღწერაში.

როგორც ლინდა ამბობს, ჯონი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს აუქციონის მიმდინარეობას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მასში ბევრ ფულს გადაიხდიდნენ, თუმცა მხოლოდ 100 ახალი ზელანდიური დოლარი შესთავაზეს, რაც მხოლოდ 66 აშშ დოლარია.

მოგვიანებით განცხადება საიტიდან ამოიღეს საიტის წესების დარღვევის გამო. TradeMe-ის მენეჯერის თქმით, საიტზე გასაყიდად ქმრის განთავსება დიდი იშვიათობაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

13:06 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved