იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ახალი ობიექტი აღმოაჩინეს. წინასწარი ვარაუდით, ნაგებობა შესაძლოა მონასტრის საგანმანათლებლო ცენტრის დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილი ყოფილიყო, რომელიც საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე იყო განთავსებული.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევის პროცესში არქეოლოგებმა კერამიკული ნაწარმი და 1280 წელს მოჭრილი, დემეტრე II-ის პერიოდის სპილენძის მონეტა იპოვეს.
აღმოჩენილი ნაგებობის ზუსტი დანიშნულება და ისტორიული მნიშვნელობა ამ ეტაპზე კვლევის საგანია.
ახალი არქეოლოგიური ობიექტების შესასწავლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კვლევითი სამუშაოები დააფინანსა და შესაბამისი თანხები გამოყო.











კომენტარები