• რეკლამა
  • კონტაქტი
19:22, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იქ თეთრხალათიანი კაცი დაგხვდება, სევდიანად გაგიღიმებს და ჩაილაპარაკებს – შინ მოსვლას სულ აგვიანებდი და ახლა რა გეჩქარებოდა, შვილო?!.“ – ბონდო მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:40 12-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

იმ ოჯახების ლოცვა შეგეწევა უფალთან, კანსტანტინ, იმ ოჯახების ლოცვა, დაუღალავად რომ ეხმარებოდი და ტკივილს უმსუბუქებდი უმძიმეს წლებში – ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი კოტე ინაშვილს ემოციური პოსტით ემშვიდობება:

„რატომ აღარ ხარ, კანსტანტინ?!—————————————- ბონდო ბიძია, ბონდო ბიძია, ჩემთან არავინ მოსულა?- კი, სამზარეულოში დაგიტოვეს რაღაცები.- მოიცა, ვნახო.მერე ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და “თავისი” პატიმრების ოჯახებს ჩამოურეკა, იმ დღის ნობათი გაუნაწილა.და ასე გრძელდებოდა კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე.”კოტეს პატიმრები” გაჭირვებული ოჯახებიდან იყვნენ და გაუსაძლის პირობებში მყოფთ ვერაფრით ეხმარებოდნენ. თვითონაც თავი ძლივს გაჰქონდათ და იმ პატიმრების ოჯახებისთვის კოტემ საქველმოქმედო პროექტი დაიწყო. გადაცემებსაც ამზადებდა – “ხმა მიაწვდინე პატიმარს”. პატიმრებმა უკვე იცოდნენ, რომელ საათზე იქნებოდა კოტეს გადაცემა. ოჯახებმაც იცოდნენ და პირდაპირი ეთერიდან “ელაპარაკებოდნენ” თავიანთ პატიმრებს…ციხიდან გამოსულებს არაერთხელ უთქვამთ, “ობიექტივის” გადაცემები იყო გარესამყაროსთან ჩვენი კავშირის ერთადერთი საშუალებაო. ცალმხრივი იყო ეს კავშირი, მაგრამ გამოკეტილი ადამიანებისთვის ოჯახის წევრის და ახლობლის ხმის გაგონებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა… ოჯახის წევრები პირდაპირ ეთერში რეკავდნენ და პატიმრები მათ ხმით ცნობდნენ… დაბადების დღეს, რელიგიურ დღესასწაულებს ულოცავდნენ… წარმოიდგინეთ, ოთხ კედელს შორის გამოკეტილი ადამიანისთვის ეს მილოცვები რას ნიშნავდა… გვარებსაც ვერ ამბობდნენ, რომ ციხეში პრობლემები არ შექმნოდათ…- ბონდო ბიძია, ბონდო ბიძია, დღეს არავინ მოსულა?- კი, სამზარეულოში ნახე.ტელევიზიაში პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები მოჰქონდათ და კოტე პატიმრების ოჯახების წევრებს ურიგებდა.- კაცო, ცოტაა, მაგრამ რაღაცით მაინც ხომ ვეხმარებით?! თან მარტო პროდუქტი ხომ არ არის, ეს ოჯახები ხალხის თანადგომას რომ იგრძნობენ, უფრო იმედიანად იქნებიან, – იტყოდა და ახლა საქველმოქმედო ყუთს შეამოწმებდა, იქვე ტელევიზიის ფოეში რომ დადგა და რომელშიც ტელევიზიის თანამშრომლების და გადაცემების სტუმრების თანხა გროვდებოდა, – ახლა კომუნალურებსაც გადაიხდიან. ცოტაა, მაგრამ შუქი ხომ მაინც ექნებათ?!1 ოქტომბრის შემდეგაც არ მიუტოვებია თავისი პატიმრები, – ტელერადიოეთერით ეხმიანებოდა, მათ ოჯახებს ეხმარებოდა.ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომ იტყვიან, მოსვენებას არ აძლევდა, ისევ პატიმრებზე ელაპარაკებოდა…იუსტიციის მინისტრი გვსტუმრობდა. სტუდიიდან გამოსულს წინ გადაუდგა და ეუბნება: – ქალბატონო თეა, წარმოიდგინეთ სვანი კაცი…იქვე, ფოიეში, სავარძელში ვიჯექი და ჩავილაპარაკე:- ჰო, ქალბატონ თეას სვანი კაცის წარმოდგენა არ გაუჭირდება.- წარმოვიდგინე, – ღიმილით თქვა იუსტიციის მინისტრმა, მაგრამ მხოლოდ წარმოდგენა საქმეს ვერ უშველიდა. ჩხუბის გამო დაკავებული და იმდროინდელი შეკრებითობით მრავალწლიანი სასჯელისთვის განწირული კაცი შველას ითხოვდა. არადა, პირობით ვადამდე გათავისუფლება ეკუთვნოდა. ადრე ვინ გამოუშვებდა, ახლა კი… ახლა კოტემ “გამოუშვა” და თეას დახმარებით ოჯახს დაუბრუნა…ერთხელ კი, საღამოს მისულს კოტე და ნატალია ერთად დამხვდნენ პროდიუსერების ოთახში. – ბონდო ბიძია, ბონდო ბიძია, ახალი ამბავი არ იცი?- რა ამბავი?- მე და ნატალია ბავშვს ველოდებით!- ვა, რა მაგარია! როდის გაიგეთ?- ახლა. ექიმთან ვიყავით და იქიდან მოვდივართ.ოთახში ყველა ვიცინოდით. ნატალიაც. მხოლოდ კოტე გვიყურებდა გაკვირვებული.- კანსტანტინ, ახლა შენ რა თქვი?- ბავშვს ველოდებით მეთქი.- მერე, მე საიდან უნდა მცოდნოდა, თქვენ ახლა არ მოხვედით ექიმისგან?!- უფ, დავიბენი, კაცო, რა მოგივიდა!..მერე კი, რაღაც სიახლე რომ უნდა მეთქვა, ჯერ ვეკითხებოდი: – კანსტანტინ, ახალი ამბავი არ იცი?ყველა ვგულშემატკივრობდით კოტეს და ნატალიას. მერე ანდრიაც გაჩნდა, “სიბერის შვილი”, პატრიოტა, მთელი ტელევიზიის სული და გული. ნიკოლოზი და მარიამი უკვე დიდები არიან, პატრიოტა კი კოტეს აეწება და სულ თან დაჰყავდა.ტელევიზიაში ჯერ ჩემთან შემოვიდოდა.- ბონდო ბიძია, ბონდო ბიძია, როგორ ხარ?- კარგად, კანსტანტინ, შენ როგორ ხარ?- მოიცა, ახლავე მოვალ, – და ახლა სხვა ოთახებს ჩამოივლიდა. ყველას მოიკითხავდა. გულშემატკივარი კაცი იყო კოტე ინაშვილი, გულიანი კაცი! მოკითხვაც გულიანი იცოდა და თანადგომაც!ახლა კი, უკვე მე რომ მივალ მასთან, რა ვკითხო, – კანსტანტინ, როგორ ხარ მეთქი?და რა უნდა მიპასუხოს, – ბონდო ბიძია, აღარ ვარო?!რატომ აღარ ხარ, კანსტანტინ?!.საღამოს შემდეგ გაოგნებული ვზივარ და ვფიქრობ, ამ ტრაგედიის შემდეგ როგორ არიან ქალბატონი ნათელა, ირმა, ნატალია, ნიკოლოზი და მარიამი, პატარა ანდრია…როგორ არიან ობიექტიველები, – მხოლოდ კოლეგები კი არა, თანამებრძოლებიც…ვზივარ და ვფიქრობ: იმ ოჯახების ლოცვა შეგეწევა უფალთან, კანსტანტინ, იმ ოჯახების ლოცვა, დაუღალავად რომ ეხმარებოდი და ტკივილს უმსუბუქებდი უმძიმეს წლებში.ჩვენ, ობიექტიველებმა, ხომ ზუსტად ვიცით, რა ემოციით აკეთებდი სიკეთეს, რომელიც გზას გაგინათებს იმქვეყნიური საქართველოსკენ მიმავალ გზაზე. იქ კი თეთრხალათიანი კაცი დაგხვდება, სევდიანად გაგიღიმებს და ჩაილაპარაკებს, – შინ მოსვლას სულ აგვიანებდი და ახლა რა გეჩქარებოდა, შვილო?!.“ – წერს ბონდი მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved