ზუსტად სამ საათზე ასობით კომპანია მუშოაბას გააჩერებს და ამ ფორმით არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსნებენ, რომ ხალხი ახალ არჩევნებს და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
“იფიცება საქართველო” – ბანერები და მოწოდებები მსხვილი კომპანიების ბანერებზე ეკვე გამოჩნდა.
15:00 საათიდან 18:00 საათამდე გამაფრთხილებელი, საყოველთაო გაფიცვა #იფიცებასაქართველო გაიმართება. გაფიცვის მიზანი უცვლელია, გაათავისუფლონ უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
აქციის ორგანიზატორები გაფიცულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაკეტონ კარი და დადგნენ მათი სამუშაო ადგილის წინ. ამასთან, თან იქონიონ დროშები და ტრანსპარანტები.
კომენტარები