• რეკლამა
  • კონტაქტი
17:24, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იოსებ ხახალეიშვილი: მნიშვნელოვანია, ქალაქი არ დატოვონ ქუთაისელებმა და ამისთვის უნდა შევქმნათ ყველა პირობა

ალია ავტორი - ალია
12:43 09-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებსა  და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ქალაქის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს შეხვდა.  მოქალაქეთა ინიციატივით შეხვედრა საუნივერსიტეტო  კამპუსის ტერიტორიაზე გაიმართა.
იოსებ ხახალეიშვილმა აუდიტორიას ქალაქის განვითარების სამოქმედო  გეგმა სფეროების მიხედვით  გააცნო .
მერობის კანდიდატის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი,  ქუთაისის თანაბარი განვითარებაა.

„ქუთაისი ძველი და ახალი უნივერსიტეტების სინერგიით, რეალურად გახდება კულტურის და განათლების ცენტრი,  ეკოქალაქი და ტურისტული ჰაბი საკუთარი ისტორიის, მდებარეობის, საერთაშორისო აეროპორტის და ახალი ტერმინალის დამსახურებით. ყველა ახალი იდეა ამ კონცეფციის გარშემო უნდა განვითარდეს“,-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისი თქმით, პროექტები, რომელიც მიმდინარეობს, ან მომავალშია  დაგეგმილი, სატრანსპორტო პოლიტიკასთან ერთად, ქმნის საბაზისო ინფრასტრუქტურას ადგილობრივი მოსახლეობის და ქალაქის სტუმრებისთვის.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა. იოსებ ხახალეიშვილმა მოქალაქეების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა, რომელიც , ძირითადად, ინფრასტრუქტურას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, ტურიზმის პერსპეტივებს,  ახალგაზრდულ პოლიტიკას  და დასაქმების საკითხებს   ეხებოდა.

„ჩემთვის, როგორც ქუთაისელისთვის, მნიშვნელოვანია, ქალაქი არ დატოვონ ქუთაისელებმა, შევქმნათ შესაბამისი პირობები მათი თვითრეალიზაციისთვის,  სრულვყოთ  სასურველი გარემო ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვის, ინოვაციებისთვის, შემოქმედებითი ცხოვრებისთვის – ფესტივალებით, გამოფენებით, თავისუფალი სივრცეების დაარსებით. ჩვენ, ყველამ ერთად ქუთაისი ტრადიციებისა და ინოვაციების ქალაქად უნდა ვაქციოთ,“- აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.
შეხვედრის ბოლოს, მერობის კანდიდატმა, ქუთაისელთა იმ  ნაწილს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიის პროპორციული სიის წევრები წარუდგინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved