• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იოსებ ხახალეიშვილი- „გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი თქვენგან კვლავაც მყარ მხარდაჭერას მიიღებს“

ალია ავტორი - ალია
10:55 09-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად,  დიდ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს შეხვდა და  საკუთარი პროგრამა გააცნო, მათ შორის, ქალაქის განვითარების გენერალური  გეგმის ხედვა, რომელიც დღემდე ქუთაისს არ ჰქონია. ოთხი მიმართულება, რომელიც ქუთაისის განვითარებისთვის განისაზღვრა, მთავარი გარანტია  თანმიმდევრულად განხორციელდეს ქალაქის პერსპექტივა და თანაბარი სარგებელი მოუტანოს ნებისმიერ სფეროში დასაქმებულს, ან დასაქმების მაძიებელს.
იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მეწარმეობის განვითარებისა და, ზოგადად, სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამ თვალსაზრისით, მოქმედებს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მეწარმეობის, მათ შორის, მცირე და მიკრო მეწარმის  ხელშეწყობაზე.

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით და  ტურიზმის განვითარებით, ახალი ინვესტორების მოზიდვა და მათთვის სასურველი გარემოს შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტია, რაც  მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებას. მომავალში გაგრძელდება და გაფართოვდება მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები თუ სახელმწიფო პროგრამები; ხელი შეეწყობა ინოვაციური ეკოსისტემის სრულყოფას;  წარმოების გასაძლიერებლად გაგრძელდება ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამების დახვეწა და მათი ეფექტიანობის გაზრდა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქუთაისი და გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი თქვენგან კვლავაც მყარ მხარდაჭერას მიიღებს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი საერთო გამარჯვება“, – განაცხადა შეხვედრებზე  იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved