• რეკლამა
  • კონტაქტი
17:11, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იოსებ ხახალეიშვილი – ბევრი უნდა ვაკეთოთ, რომ ქალაქიდან წასვლის სურვილი ახალგაზრდებს აღარ გაუჩნდეთ და რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ქართველი და უცხოელი სტუდენტი მოვიზიდოთ ქუთაისში სასწავლებლად

ალია ავტორი - ალია
11:39 09-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესა და პარტიის სხვა წევრებთან ერთად განათლების, კულტურის, სპორტისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქუთაისის განვითარების პერსპექტივებსა და მომავლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

„თუ რაიმე გვინდა სწორად დაიგეგმოს ამ ქალაქში,  ეს აუცილებლად თანაქალაქელებთან ერთად და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენი შეხვედრები საარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების შემდეგაც იქნება ინტენსიური“, -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერობის კანიდატმა სახელისუფლებო გუნდის მთავარ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება:
„იმ გუნდის ღირებულება, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ჰქვია, არის ადამიანი,  ადამიანური ღირსება და ჩვენ  სწორედ ამ ღირსეულ გზაზე ვივლით“, აღნიშნა იოსებ  ხახალეიშვილმა.
პრიორიტეტებს შორის მერობის კანდიდატმა განათლებისა და ტურიზმის მიმართულებები გამოყო.  
მისი თქმით, წელს, ქუთაისში სასწავლებლად  მოდიან  არა მარტო ქართველი ახალგაზრდები სხვა ქალაქებიდან, არამედ  ბელორუსიიდან და უკრაინიდან.  
„4 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყება ახალი სასწავლო წლის სტუდენტური ცხოვრების ათვლა, რასაც აუცილებლად ექნება პოზიტიური გავლენა ქუთაისზე.   სტუდენტებისთვის ჩვენ ბევრი უნდა ვაკეთოთ, რომ ქალაქიდან წასვლის სურვილი ახალგაზრდებს აღარ გაუჩნდეთ და რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ქართველი და  უცხოელი სტუდენტი მოვიზიდოთ სასწავლებლად“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.  

რაც შეეხება ტურიზმის სფეროს, მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ვიზიტორების რაოდენობა თითქმის უტოლდება იმ რიცხვს, რაც პანდემიამდე იყო.
„ვამაყობ ტურისტების კეთილგანწყობით.  ყურადღებით ვუსმენ მათ, ვითვალისწინებ შენიშვნებსა და რჩევებს, რადგან ჩემთვის მთავარი მიზანია ჩვენი ქალაქის სტუმარს, რომელიც ქუთაისის ერთგვარი წარმდგენია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენი ღირსეული მასპინძლობის შემდეგ, აუცილებლად გაუჩნდეს მეორედ ჩამოსვლის სურვილი. ჩვენ  ვიღვწით, რომ ქუთაისი  იმ ქალაქების ტოპშვიდეულში სტაბილურად დამკვიდრდეს, რომელიც საქართველოში ჩამოსულმა ყველა სტუმარმა აუცილებლად უნდა ნახოს“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved