ინვიტრო განაყოფიერების და სუროგაციის შესაძლებლობა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული – შესაბამისი ინიციატივა, რომელიც მთავრობას ეკუთვნის, პარლამენტის ბიუროს სხდომას უკვე წარედგინა.
საკანონმდებლო პაკეტი აწესრიგებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სფეროში არსებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს.
საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტის განხილვას, საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.
კომენტარები