ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსიკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ფალსიფიკაციის საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
მან ყველას მოუწოდა, არ შეიძინონ ვაქცინები იმ რეალიზატორებთან, რომლებიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამებში არ მონაწილეობენ. მისი ინფორმაციით, ზოგიერთი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ და სხვა ორგანოებმა უკვე მიიღეს ვაქცინების მიყიდვის „საეჭვო შეთავაზებები“.
გებრეისუსმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებული ცარიელი ამპულების უტილიზაცია, რათა ხელახლა არ გამოიყენონ.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ შესაძლებლობით, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების გაზრდილი მოთხოვნის გამო დამნაშავეებს აქვთ. ფალსიფიცირებული ვაქცინები იყიდება ინტერნეტში, არის ვადაგასული და პირობების დარღვევით შენახული ვაქცინების რეალიზაციის მცდელობაც“ – განაცხადა გებრეისუსმა.
კომენტარები