• რეკლამა
  • კონტაქტი
19:26, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინტერნეტიდან რუსეთის გამორთვა სანქციებზე უარესი იქნება – ექსპერტი

ალია ავტორი - ალია
14:05 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

რუსეთში ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს „გარე“ ინტერნეტის გამორთვა, რის შემდეგ უცხოურ საიტებზე შესვლა შეუძლებელი გახდება. ამასთან დაკავშირებით „მედუზა“ „როსკომსვობოდას“ წარმომადგენელს სარკის დარბინიანს ესაუბრა.

იქ მითითებული რეკომენდაციები კიბერშეტევის შემთხვევაში სახელმწიფო რესურსების დაცვის შესაძლებლობას ქმნის. ასე, მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ Anonymous სახელმწიფო ორგანოების ინფრასტრუქტურაზე, საიტებზე, ბანკებზე შეტევებს ახორციელებს. მაგრამ შეიძლება ეს სულ სხვა მიზნებს ემსახურებოდეს“, – ამბობს დარბინიანი.

„უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური ინტერნეტიდან უცებ გამორთვა შეუძლებელია. ტექნიკურად მონაცემთა გადაცემის ყველა წერტილის გათიშვა შესაძლებელია (და გლობალური ინტერნეტი რუსეთში აღარ იქნება), მაგრამ ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით  ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. მთელი რუსეთის ეკონომიკა გლობალურ ინტერნეტ-ქსელზეა დამოკიდებული. მისი გათიშვა რუსეთის ეკონომიკაზე ბევრად უფრო ძლიერი დარტყმა იქნება, ვიდრე სანქციები, რომლებიც დაწესდა და რომლებიც ეკონომიკაზე უკვე მოქმედებს.

„სუვერენული“ ინტერნეტის ამოქმედების შემთხვევაში რუსეთში ნებისმიერ საიტზე შესვლა მაინც შესაძლებელი იქნება, მაგრამ „როსკომნადზორი“ უკვე ნებისმიერი IP მისამართის დაბლოკვას შეძლებს და ამ შემთხვევაში ვერანაირი  VPN-ით ამ ბლოკის ავლის შესაძლებლობა აღარ იქნება. მთელი ინფრასტრუქტურის გაკონტროლება ძალზე მარტივი გახდება. ფაქტობრივად რუსეთი ციფრულ წყვდიადში აღმოჩნდება“, – ამბობს სარკის დარბინიანი.

ექსპერტი ურჩევს მოსახლეობას, რომ გადმოქაჩონ ინსტრუმენტები, რომლის დახმარებითაც ონლაინ დარჩენა შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარე სამყაროსთან კავშირის ერთი არხიც კი დარჩება. ესენია Psiphon ან ბრაუზერი Tor. რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუ გარე სამყაროსთან კომუნიკაცია მთლიანად გაწყდა, ადამიანებს ურთიერთობა მტრედების ფოსტით მოუწევთ.

დარბინიანის აზრით, ასეთი ვარიანტის ბოლომდე გამორიცხვა არ შეიძლება. დღეს „სუვერენული“ ინტერნეტის ამოქმედების ალბათობა 50%-ს შეადგენს და სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, რუსეთში დიდი „შათდაუნი“ შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით გაუგებარია, მოხდება გათიშვა შიგნიდან, თუ რუსეთს გარედან გამორთავენ. ეს ბევრწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved