• რეკლამა
  • კონტაქტი
11:30, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ინტელექტუალური ადამიანებისთვის ციხე დამრთგუნველია” – რას უყვება სააკაშვილზე ,,ალიას” ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
22:44 08-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,261

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, რამდენიმე სამედიცინო კონსილიუმმა და დამოუკიდებელმა ესქპერტმა შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა. ყველამ დასკვნა დადო, რომ რამდენიმე სახის დაავადება აწუხებს და რეკომენდაცია გასცეს, რომ სასჯელი გადაუვადდეს და უცხოეთში იმკურნალოს. რატომ არ უვადებენ სასჯელს? რა მიზანი აქვს ხელისუფლებას?

-არა, არა, ჯერჯერობით, პროცედურაა. ამ დასკვნების შემდეგ, სასამართლოს  წინაშე  უნდა დაიწეროს შუამდგომლობა, სადაც უნდა დასაბუთდეს მოხოვნა არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე, იურიდიულადაც. ამ შუამდგომლობას უნდა დაერთოს ნუსხის სახით მტკიცებულებები და შევიდეს სასამართლოში. ეს ასე, ერთჯერადად შესასრულებელი პროცედურაც არ არის, ამას დრო სჭირდება. ადვოკატები სხედან და მუშაობენ ახლა შუამდგომლობაზე და მის საფუძვლიანად მომზადებას, ერთი კვირა მაინც დასჭირდება. შესაძლოა, 10 დღეც დასჭირდეს. მე  ვფიქრობ, 10 დღე დასჭირდება.

-კიდევ სხვა უცხოელი ექსპერტები, სხვა პროფილის ექიმები აპირებენ ჩამოსვლას და სააკაშვილის გასინჯვას. მათ დასკვნებსაც ხომ არ ელოდებით?

–ვიდრე ეს შუამდგომლობა დაიწერება, მანამდე რა დასკვნებიც დაიდება, ყველა დაემატება შუამდგომლობას.

-გადავადება გასაგებია, კაცი თუ მართლა კვდება და სამკურნლოა. თუმცა, სადამდე შიძლება სააკაშვილს  სასჯელის მოხდა გადაუვადონ? ვიდრე არ გამოჯანმრთელდება? და ეს „ვიდრე“ რამდენი  წელია?

–აქ უკვე ხორციელდება არა პრობაციის, ანუ იუსტიციის სამინისტროს კონტროლი, არამედ ხორციელდება სასამართლო კონტროლი. სასამართთლომ უნდა გადაუვადოს ერთი  წლით სასჯელის მოხდის ვადა, ეს არის ერთჯერადად გადავადების მაქსიმალური ვადა. მეტის უფლება სასამართლოს არ ქვს. ერთი  წლის შემდეგ, სასამართლო გაუგზავნის მსჯავრდებულ პირს წერილს და მოსთხოვს, რომ სასამართლოს   წარუდგონოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ გამოჯანმრთელდა, თუ გაუუმჯობესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს სამედიცინო-ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა, მაშინ სასამართლო აღუდგენს სასჯელის მოხდას, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით  თუ არ არის გამოჯანმრთელებული, მაშინ სასამართლო კიდევ ერთი  წლით გადაუვდებს სასჯელის მოხდას.

– ყველა დაავავადება, რაც სააკაშვილს სჭირს, მისი ფსიქიკიდან გამომდინარეობს. იქიდან, რომ ის ვერ ეგუება პატიმრობას, ციხეს. ბევრი ვერ ეგუება ციხეს, მაგრამ მაინც იხდის ხალხი სასჯელს. საბოლოოდ, საქმე იქით ხომ არ  წავა, რომ სხვა, ალტერნატიული სასჯელი შეუფარდონ პატიმრობის ნაცვლად და დავუშვათ, სახლში მოიხადოს სასჯელი?

– ჩვენ გავდივართ მხოლოდ იმ მოთხოვნას, რასაც სასჯლის  გადავადება ჰქვია. რაც შეხება დანარჩენს, მაგალითად, სასჯელისგან გათავისუფლებას, ან ერთი სახის სასჯელის შეცვლას სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელით,  ამ საკითხებზე არ მიგვიმართავს სახელმწიფოსთვის და შესაბამისი ორგანოებისთვის. ჩვენ მხოლოდ ერთ საკითხზე ვმუშაობთ- მიხეილ სააკაშვილს გადაუვადდეს სასჯელი. მოკლედ, გადავადება იმას ნიშნავს ამ შემთხევაში, რომ ის სასჯელს იხდის, მაგრამ სასჯელს იხდის როგორც პირობით მსჯავრს. გამოსაცდელი ვადის სახით. ამ გადავადების პერიოდში, უსასჯელოდ არ რჩება. ისიც სასჯელია გამოსაცდელ ვადაში, ერთწლიანი სასჯელი.

– ანუ, ეს ერთი  წელიც სასჯელის მოხდაში ჩაეთვლება და გამოაკლდება სრულად მოსახდელ სასჯელს, წლებს?

-კი, ჩვეულებრივად ჩაეთვლება სასჯელში.

-იმაზე რას იტყვით, სააკაშვილი ციხეს რომ ვერ ეგუება?

-ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური ფსიქიკა, მეტი კი არაფერი. დანაშულებრივი მსოფმხედველობრივი ადამიანისთვის ციხე არის მისი, ასე ვთქვათ, ატრიბუტიკა, ანუ ფსიქიკის ნაწილია, ის ციხეს  შეგუებულია. მაგრამ ინტელექტუალური ადამიანებისთვის ციხე დამრთგუნველია. დავუშვათ, ადამიანი არ იყოს პრეზიდენტი და იყოს მწერალი და მეცნიერი. ინტელექტუალური, შემოქმდებითი ადამიანის ფსიქიკა იმდენად ირღვევა ციხეში ყოფნის პერიოდში, მწყობრიდან გამოდის მისი ადამიანური ფუნქციები, მათ შორის, სასიცოცხლო ფუნქციები. დამნაშავისთვის ციხე სახლია და ინტელექტუალებისთვის ციხე კატასტროფაა.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved