• რეკლამა
  • კონტაქტი
04:45, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინფორმაცია, თითქოს ჩუბინიშვილის კვლევითი ცენტრის დასკვნა შესრულებულია პრივატულად და არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია – სინამდვილეს არ შეესაბამება – საპატრიარქო

ალია ავტორი - ალია
16:56 02-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

გელათის პრობლემატიკის თაობაზე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ ინფორმაცია, თითქოს ჩუბინიშვილის კვლევითი ცენტრის დასკვნა შესრულებულია პრივატულად და არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია – სინამდვილეს არ შეესაბამება.

“გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით, გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ განმარტების გაკეთებას.

▪️აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

▪️მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული.

▪️რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

▪️ასევე გვინდა შევეხოთ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარს, რომელიც ,”მთავარი არხით” გადაიცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგიმ გვაცნობა, გასულ სიუჟეტში მისი ინტერვიუ სრულად არ მოხვდა და სრულყოფილად არ ასახა მისი დამოკიდებულება. მან აღნიშნა, რომ დასკვნის შეფასება სცილდება მის კომპეტენციას და იგი სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას.

▪️დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე.

▪️დაბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას,” – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved