• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ინფიცირებულები იპარებიან საავადმყოფოდან და სახლებში გამიზნულად უვარდებიან ხალხს” – რა ხდება ესპანეთში?

ალია ავტორი - ალია
19:50 04-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, კორონავირუსის გამო, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. რთულ სიტუაციაში იტალია და ესპანეთი აღმოჩნდა. ამ ქვეყნებში, დაავადებულთა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით, ყველაზე მაღალია. 

ესპანური კარანტინის შესახებ Qartli.ge-ს ესაუბრა ბარსელონაში მცხოვრები თეა ლონდარიძე.

„ოთხი წელია რაც ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ვცხოვრობ. ჩემთვის საინტერესო ქვეყანაა. კარგი ბუნების ხალხი ცხოვრობს, კონტაქტურები არიან და ადვილად გამონახავ მათთან საერთო ენას. ვერასოდეს წარმოვიდგენდი იმას, რაც ახლა, ამ ქვეყანაში ხდება.

ჩემთვის, ისევე როგორც ყველასთვის, დეკემბერში გახდა ცნობილი კორონავირუსის არსებობის შესახებ. ნამდვილად არ აღმიქვამს დიდ პრობლემად, თუმცა აქ მაშინვე პირბადეების, ხელთათმანებისა და ანტიბაქტერიული ხსნარების დეფიციტი შეიქმნა. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი აფთიაქებიდან გაქრა.

,სიტუაცია ყველაზე მეტად თებერვლის დასაწყისში დაიძაბა, როდესაც პირველი ინფიცირებულის არსებობა ოფიციალურად დადასტურდა. შემდეგ ძალიან სწაფად მოედო ვირუსი ქვეყანას.

,ხალხი არ ემორჩილებოდა ხელისუფლების რეკომენდაციებს, რომ თავი შეეკავებინათ ქუჩაში სიარულისაგან. ამიტომ 11 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, სრული კარანტინი გამოცხადდა. (რა თქმა უნდა ვინც კარანტინის წესებს არ დაემორჩილება დააჯარიმებენ ან დაიჭერენ) დაიკეტა ყველაფერი, საავადმყოფოების, პოლიციის, აფთიაქების, სუპერმარკეტების, სატელეკომუნიკაციო სამსახურებისა და ბანკების გარდა.

გადაიდო ექიმთან ჩანიშნული ვიზიტები, პირადად მე დამირეკეს და მითხრეს რომ ჩემი ვიზიტი და ანალიზი ექიმთან, ანულირებული იყო. მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია საავადმყოფოში მისვლა, ან სასწრაფოს გამოძახება, თუ გადაუდებელი შემთხვევაა.

აფთიაქებში წამლები რეცეპტის გარეშე არ გაიცემა, და ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რადგან საავადმყოფოში ვერ მიხვალ იმიტომ, რომ იქ სრული ქაოსია.

გარეთ მხოლოდ პროდუქტის საყიდლად გავდივარ. ქუჩაში პოლიცია მაჩერებს, საბუთს ამოწმებს და მეკითხება სად მივდივარ. აუცილებლად ორმაგი პირბადე უნდა მეკეთოს და ხელთათმანი. ამასთან, ვცდილობ ზედმეტად არაფერს შევეხო.

ესპანეთის მთავრობა მოუწოდებს ხალხს, რომ არ გაუღოს კარი არავის, რადგან დაავადებულები იპარებიან საავადმყოფოდან და სახლებში, ადამიანებს, გამიზნულად უვარდებიან. ქაოტური მდგომარეობა და შიში ბევრ ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს

იმ ემიგრანტებს, ვისაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ და აქვთ რაიმე საბუთი აქ ცხოვრების, სახელმწიფო ურიგებს პირველადი მოხმარების ნივთებს, ასევე საკრედიტო ბარათებს, რითიც შეძლებენ საჭმლისა და პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთების შეძენას.

,ყველაზე ცუდ სიტუაციაში, უსაბუთო ემიგრანტები არიან, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ. ბედის ანაბარა არიან დარჩენილები. ელოდებიან სამშობლოში დაბრუნებას თუმცა ფრენებიც გაუქმებულია და ვერც ამას ახერხებენ.

,ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ესპანეთი ასეთ ფატალურ შედეგებს მიიღებდა. როცა მეკითხებოდნენ, რას აკეთებს ქვეყანა COVID-19 თან საბრძოლველადო, ვპასუხობდი, რომ ალბათ არ იქნება საგანგაშო მდგომარეობა, თორემ ასეთი მაგარი ქვეყანა ასე უმოქმედოდ ხომ არ იქნება მეთქი. ფაქტია, რომ ყოფილა, და შედეგებსაც ეტყობა.

კიდევ ერთი საშინელი ტრაგედია დატრიალდა ამ ქაოსში. ესპანეთის ერთერთი მოხუცთა თავშესაფარი პერსონალმა დატოვა, მოხუცები მიატოვეს. იქ მისულ პოლიციას მოხუცები გარდაცვლილი დახვდა. პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის თანამშრომელი, ვინც ეს გააკეთა.

,ქვეყანა პანდემიას მოუმზადებელი შეხვდა. მეტიც, აკრძალვები მანამდე არ დააწესეს სანამ სახელმწიფო მოხელეები არ დაინფიცირდნენ. ხალხი დღესაც არ იცავს წესებს, არ იცავენ ჰიგიენის ნორმებს. შედეგიც სახეზეა, ყველას მოგიწოდებთ, დარჩით სახლში, თქვენ არ დაუშვათ ის, რაც ესპანელმა ხალხმა დაუშვა.“

ქართლი.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved