• რეკლამა
  • კონტაქტი
01:15, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ინფიცირებული 27 პაციენტიდან ოთხი არასრულწლოვანია

ალია ავტორი - ალია
20:02 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

თბილისის ინფექციურ  საავამდმყოფოში მოთავსებული ინფიცირებული 27 პაციენტიდან ოთხი 14 წლამდე ასაკისაა.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დღეს შემოგვემატა ხუთი ახალი პაციენტი. მათი ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. ასაკობრივად განსხვავებული ზღვრული მონაცემებია ყველასთან. მხოლოდ ორ პაციენტთან არის ტემპერატურა 37,2, ჯერ დანარჩენ პაციენტებთან კლინიკა ძალიან მინიმალური სიმპტომატიკით არის გამოხატული. ჩვენს სტაციონარში მკურნალობს 27 დადასტურებული პირი. ეს ხუთივე პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. დაკვირვების ქვეშ იყვნენ, რადგან როგორც ვიცით, ოთხი წყაროდან ერთ-ერთ წყაროსთან იყვნენ კონტაქტში. კონტაქტირებული პაციენტები იყვნენ, იზოლირებულნი იყვნენ და მათზე მიდიოდა დაკვირვება. როდესაც გამოვლინდა კლინიკური ნიშანი ტემპერატურის სახით ამ ორ პირთან, ჩაითვალა საჭიროდ, რომ გაკეთებულიყო ტესტირება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური მეთვალყურეობს თვითიზოლაციაში მყოფ კონტაქტირებულ პირებს, თვითონაც კონტაქტში არიან და მეთვალყურე პატრონაჟი ეპიდემიოლოგი ჰყავთ, რომელიც ყოველდღიურ კონტაქტშია ასეთ პაციენტებთან. ინფექციურში მყოფი, დადასტურებული 27 პაციენტიდან ოთხი პაციენტი არის 14 წლამდე ასაკის, ასაკს არ ვასახელებთ. ამ ხუთ პაციენტს ჰქონდათ დადასტურებულ პირთან კონტაქტი, იმიტომ იყო თვითიზოლაციაში, მეთვალყურეობისა და დაკვირვების ქვეშ, რომ მათ კონტაქტი ჰქონდათ ინფექციით დადასტურებულ პირთან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დღეს კორონავირუსზე ტესტირებისთვის აღებულია 22 პირის ნიმუში და მათი პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა.

1tv.ge

თეგები: კორონავირუსიმარინა ეზუგბაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved