დღეს დილით 30 ინფიცირებული დაგვემატა და ჯამში გვაქვს 370 დადასტურებული შემთხვევა, ამ 370-დან ჩვენს ცენტრში არის 90 პაციენტი – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათი რაოდენობა სულ 77-ია, საიდანაც 50 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.
„ამ ეტაპზე COVID-ის ცენტრებში 293 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს ცენტრში 39 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. გუშინ დაგვემატა 1 პაციენტი, 6 წლის ბავშვი. ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში ექვსი მოზარდი მკურნალობს, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის რთული და სტაბილურია, ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის კლასტერიდანაა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები