ინგლისში კოვიდ შეზღუდვები გაუქმდა. მათ შორის აღარ იმოქმედებს სოციალური დისტანციის დაცვის და სახლიდან მუშაობის მოთხოვნა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ასევე გაუქმებული სხვადასხვა გასართობ ადგილზე მაქსიმალურ ვიზიტორთა რაოდენობის მოთხოვნა.
პირბადეების ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტშია სავალდებულო. თუ ადამიანს კორონავირუსი დაუფიქსირდა, მასთან კონტაქტში მყოფი პირისთვის კარანტინში გადასვლის წესი ძალაში დარჩა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამას „თავისუფლების დღე“ უწოდა. მან ასევე მოსახლეობას ვაქცინაციის გაგრძელებისკენ მოუწოდა. თავად პრემიერ-მინისტრი ამჟამად კარანტინში იმყოფება, რადგანაც კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა.
კომენტარები