ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ინდურ შტამზე საუბრისას, ამბობს:
“ინდური შტამი შესაძლოა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ბრიტანული. ის უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გადამდები ვიდრე სტანდარტული ჩინურ-ევროპული.
ის ასევე უფრო აზიანებს, უფრო შეუძლია მან დააინფიციროს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირები. კლინიკური დაკვირვების საფუძველზე, ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ დიახ, ინდური შტამი, შესაძლოა მიმდინარეობდეს უფრო მძიმედ, ვიდრე სტანდარტული ჩინურ-ევროპული შტამი, ამიტომ საჭიროა მეტი სიფრთხილე”.
კომენტარები