• რეკლამა
  • კონტაქტი
12:19, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინდოეთის სახელმწიფო კომპანიებმა რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტეს

ალია ავტორი - ალია
09:51 08-08-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინდოეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულმა ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტეს.

Bloomberg ასახელებს კომპანიებს, რომლებმაც, გამოცემის ინფორმაციით, რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტეს – ესენი არიან Indial Oil Corp, Bharat Petroleum Corp და Hindustan Petroleum Corp.

ინდოეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით რუსეთთან ნავთობის შეძენის შეწყვეტის შესახებ ბრძანება არ გაუცია.

ეს გადაწყვეტილება ინდოეთმა იმ ფონზე მიიღო, როდესაც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთს დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა.

4 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის დიდი ოდენობისა და მისი მოგების მიღების მიზნით გაყიდვის გამო, აშშ “მნიშვნელოვნად გაზრდის” ინდოეთის მიერ გადასახდელ ტარიფებს.

მანამდე, მან მსგავსი განცხადება 30 ივლისს გააკეთა და თქვა, რომ ინდოეთს 25%-იან ტარიფებს და ასევე ჯარიმას დაუწესებდა.

ამ ნაბიჯის მიზეზად, აშშ-ის ლიდერმა სწორედ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვა დაასახელა.

მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტეს.

ამასთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა დონალდ ტრამპის განცხადებას და ხელი ევროპისკენ გაიშვირა – საგარეომ თქვა, რომ ინდოეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა დაიწყო იმიტომ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პროდუქტის “ტრადიციული მარაგი ევროპისკენ გადამისამართდა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved