• რეკლამა
  • კონტაქტი
09:13, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„იმპექსი“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს “წლის ლიდერის“ (Leader of the Year) მფლობელი გახდა

ალია ავტორი - ალია
11:19 07-05-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

„შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის“ და „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის“ რიგით X საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიაზე – „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის მფლობელ კომპანიას, შპს „იმპექსფარმს,“ როგორც ფარმაცევტული სექტორის ყველაზე დინამიურად მზარდ კომპანიას,  „წლის ლიდერის“ (Leader of the Year) ჯილდო გადაეცა.

დაჯილდოების ღონისძიება 2 ივლისს, სამედიცინო ველნეს კურორტ “ბიოლში” გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ. „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა“  და „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის“ დაჯილდოება,  ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებაა  საქართველოში. კომპანიების წარდგენა საერთაშორისო ჯილდოზე (Leader of the Year) ხდება ობიექტური რანჟირების საფუძველზე და მოიცავს ყველა სფეროს საქართველოს ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით. რეიტინგები დგება ოფიციალურ ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.

„ჩვენთვის დიდი პატივია გავხდეთ „წლის ლიდერი“ კომპანიის ჯილდოს მფლობელი. „იმპექსფარმი“ 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და მიღებული ჯილდოც იმის დასტურია, რომ ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე. „იმპექსფარმის“ მთელი გუნდის ძალისხმევა მიმართულია – შევინარჩუნოთ სექტორში განვითარების, ზრდის მაღალი მაჩვენებელი და გავამყაროთ მომხმარებლის ნდობა, პროდუქციის მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი ასორტიმენტის და მაღალხარისხიანი მომსახურების შეთავაზებით“ – განაცხადა დავით კოხრეიძემ, შპს „იმპექსფარმის“ გენერალურმა დირექტორმა  და დამფუძნებელმა.

კომპანია „იმპექსფარმი“ 22 წელია წარმატებით ოპერირებს ფარმაცევტულ ბაზარზე. თავდაპირველად ახორციელებდა მედიკამენტების იმპორტს და საბითუმო დისტრიბუციას. დღესდღეობით, კომპანია საბითუმო რეალიზაციის გარდა, ასევე მართავს „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელს, რომელიც წარმოდგენილია 100 აფთიაქით, საქართველოს ყველა რეგიონში. „იმპექსფარმი“ ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკური ბრენდების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან. კომპანია 2018 წლიდან ფლობს მენეჯმენტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს ISO 9001:2015.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved