• რეკლამა
  • კონტაქტი
16:33, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

ალია ავტორი - ალია
10:33 02-02-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

Impact Hub Tbilisi–ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართასტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე, სადაც მონაწილესტარტაპებმა 12 კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგები ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე წარადგინეს.

სტარტაპ პრე-აქსელერატორი, ერთი მხრივ, მიზნად ისახავსადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას დამათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობისმიცემას, რომ ადრეულ ეტაპზევე განახორციელონ ინვესტიციამათთვის სასურველ ინდუსტრიაში. 

პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 21–მა გუნდმა, რომელმაც 12 კვირის განმავლობაში აქტიურად იმუშავასაკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. გუნდებმა ჩამოაყალიბესფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო და ბაზარზე შესვლისსტრატეგიები, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. აქსელერაციის დასკვნით ეტაპზე შეირჩა 9 სტარტაპი, რომელიცგაემგზავრა ტალინში და გაიარა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის Startup Wise Guys–ისინტენსიური ტრენინგები. გუნდებმა გაიზიარეს საერთაშორისოგამოცდილება და გაეცნენ ესტონეთის ძალიან წარმატებულ დაინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემას. 

დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 9სტარტაპი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა დასტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.

დემო დღის მონაწილე სტარტაპები:

• Helio.AI – რეკრუტინგის ჭკვიანი სისტემა, რომელიც კომპანიებსსაუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში, გემიფიკაციით ეხმარება.
• KidNest – საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
• Gakvetilo.ge – არაფორმალური განათლების პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის.
• Bitpulse – კრიპტოვალუტების კურსის ცვლილებების წინასწარი იდენტიფიცირების პლატფორმა.
• TourTour – სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
• Wenroll – მასტერკლასების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
• Connect. – მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
• Wisp – წერა-კითხვისა და ჟესტური ენების შემსწავლელიაპლიკაცია ყრუ ადამიანებისთვის.
• Roommate Georgia – ხელმისაწვდომი ბინები სტუდენტებისთვის, უზრუნველი გაქირავება ბინის მეპატრონეებისთვის.

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ისსაინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალურიგადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისოაქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზედაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციისპროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემისგამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაშიჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 1.5 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია/გრანტიმოიპოვეს. პროგრამის პორტფოლიოშია ისეთი წარმატებული სტარტაპები როგორიცაა: Stori, Wempler, Lawformer, Upway, SOS Auto, Tasteit, Wowchy, Neuropilot.

„ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ პრე-აქსელერაციის პროგრამა სხვადასხვა შესაძლებლობით გავამდიდროთ, ამ მხრივ ეს წელი განსაკუთრებული იყო, რადგან დავიწყეთ თანამშრომლობა Startup Wise Guys-თან, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ აქსელერატორთან. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია ორივე ორგანიზაციისთვის და ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის. წლევანდელმა მონაწილე სტარტაპებმა ძალიან კარგად გამოიყენეს ტალინში მიღებული გამოცდილება და დემო დღეზე კიდევ უფრო მომზადებულები წასდგნენ სტურების წინაშე“ – აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

„თიბისის პროგრამა სტარტაპერი დაწყების დღიდანვე მხარს უჭერს სტარტაპ პრე-აქსელერატორს.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც ტექნოლოგიურ სტარტაპებს განვითარებისა და ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი პრე-აქსელერატორი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მონაწილეები იმყოფებოდნენ ესტონეთში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის ტრენინგები გაიარეს, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გააძლიერებს მათ და გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შანსებს“, – ანკა თოთიბაძე, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved