• რეკლამა
  • კონტაქტი
07:21, ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, იმხელა ამბავია ამ კანონზე ატეხილი, იქნებ მეც გამარკვიოთ” – მარი საბიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:00 04-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
646

,,ვემსახურები საქართველოს” დამფუძნებელი, ადვოკატი მარი საბიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,რაღაცას ვიკითხავ რა..
იმხელა ამბავია ამ კანონზე ატეხილი, იქნებ მეც გამარკვიოთ?

რატომ არის კანონი მაინცდამაინც რუსული და რა საფუძვლით გამორიცხავთ, რომ არის მართლა ამერიკულის ანალოგი? და თუ რუსული და ამერიკული ერთმანეთის მსგავსია, მერე რას ვშვებით?
ვიღაცამ ამაზე არგუმენტირებულად და პირდაპირი მტკიცებულებით მიპასუხეთ გთხოვთ, ჭორაობის გარეშე.. ? დამილინკეთ ამერიკულიც და რუსულიც, უნდა ვნახო ჩემი თვალით ორივე.

და კიდევ რა მაინტერესებს.. რაც მე ვნახე ამ კანონპროექტში, საუბარია ენჯეოების გამჭვირვალობაზე.. ის, რაც ენჯეოებს უნდა დაევალოთ, ამას ისედაც აკეთებენ მაგალითად საჯარო მოხელეები, თანამდებობის პირები..
ენჯეომ რომ დეკლარაცია შეავსოს და უფრო გამჭვირვალე იყოს ვისგან და რატომ ფინანსდება, რა საფრთხის შემცველია ეს ცოტა ვერ გავიგე ? არგუმენტირებულად მიპასუხედ ოღონდ, რა საფრთხეებს ხედავთ.. თუ რამე არ არის დასამალი, რატომ უნდა ქმნიდეს დისკომფორტს გამჭვირვალობა ?‍♀️

ამ პოსტით მხარდაჭერას კი არ გამოვხატავ, უბრალოდ არგუმენტები მაინტერესებს საფუძვლიანი ? მართლა ატეხილია ერთი ამბავი და მინდა მოვისმინო დასაბუთებული მსჯელობები, ორივე მხარის მხრიდან.

ვიდრე რაღაცას გაუთვითცნობიერებლად მივემხრობით ან გავაპროტესტებთ, იქნებ ჯერ სრულფასოვნად შევისწავლოდ და რეალურად გავიაზროთ დადებითი და უარყოფითი მხარეები..

ყველა მარტო ყვირის რომ კარგია ან ცუდია.. ხოდა რატომაა ცუდი ან კარგი, ეს მინდა მოვისმინო..

არავის ეწყინოს რა, გულწრფელად ვიძახი:- შარშან აქციაზე მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა, თუმცა ვისაც ვკითხე, არც წაკითხული ჰქონდა კანონპროექტი და არც ის იცოდა რას ეხებოდა..კითხვაზე თუ რას აპროტესტებდნენ, პასუხი იყო-რუსულ კანონს.. ან რატომ იყო რუსული:- იმიტომ, რომ რუსეთშიც მიიღეს.. ეს არ არის ჩემთვის არგუმენტი.

იმხელა ძალა აქვს სიტყვას და მითუმეტეს პროპაგანდას, “რუსული” კარგად ჟღერს და ხალხს მარტივად აღაშფოთებს. მაგრამ, ვიდრე აღვშფოთდებით ან აღვფრთოვანდებით, მოდით ჯერ საფუძვლიანად გავერკვიოდ საკითხში ??

არასდროს გამივლია ვინმეს ჭკუაზე.. ამიტომ, გაუაზრებლად არც რამე გამიპროტესტებია, არც მხარი დამიჭერია.. ასე უნდა მოიქცეს ყველა ვფიქრობ ?

ახლა არ მცალია და გვიან ვიხილავ კომენტარებს..☺️ ჩხუბის და ლანძღვა-გინების გარეშე ოღონდ.. ერთმანეთს პატივი ეცით ჩემს გვერდზე მაინც !!!

ფოტო, რუსეთის მიმართ ჩემი დამოკიდებულების ამსახველი ფაქტია..ასე დავდიოდი ბათუმში. ხოდა ვიდრე დებილობას დამიწერს ვინმე, იყოს ფოტოც..

თეგები: მარი საბიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში

12:52 11-25-2025
თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved