• რეკლამა
  • კონტაქტი
13:12, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმისთვის, რომ პროცესზე ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო და ვინმეს, რამე მოვუწოდო, მე აუცილებლად მჭირდება ვიცოდე, რა არის შემდეგი ნაბიჯი – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:00 11-01-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

“ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური პარტიების ქუჩაში პროტესტს ასე ეხმაურება:

“იმისთვის, რომ პროცესზე ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო და ვინმეს, რამე მოვუწოდო, მე აუცილებლად მჭირდება ვიცოდე, რა არის შემდეგი ნაბიჯი?

Endgame რა არის? ვადამდელი არჩევნები?

ბოიკოტით ეს რატომ მიიღწევა უფრო იოლად?

ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქუჩაში ისეთ კრიზისს შექმნის, ხელისუფლება ვადამდელს დანიშნავს?

ვინც ბოიკოტზე ფიქრობს, შეუძლია იმის დარწმუნებით თქმა რომ ქუჩაში შექმნის პროცესს, რომელიც ვადამდელ არჩევნებთან მიგვიყვანს? უბრალო კითხვას ვსვამ.

რამდენიც არ უნდა ემაიმუნა თამარ ჟვანიას, პარალელური დათვლის შედეგებმა აჩვენა, რომ ივანიშვილის მანდატს ძალიან სუსტი ლეგიტიმაცია აქვს – მაგრამ 40 პროცენტზე მეტი აღებული აქვს.

ამ 40 პროცენტს თავისი ახსნა აქვს:

ჩვენს ოლქზე დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ
საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი არჩევნებამდე იზღუდება და არა იმდენად არჩევნების დღეს.

მაგალითად, გიგას ქოც კონკურენტს, თითქმის ყველა კორპუსში ჰქონდა შტაბი გახსნილი და მრავალწევრიანი ოჯახის რომელიმე წევრს კოორდინატორად ამუშავებდა.

ხომ ცუდია? ძალიან ცუდია.

მაგრამ, რთულია ოჯახის უზრუნველყოფას რამე დაუპირისპირო, როგორი გავეშებულიც არ უნდა იყოს საზოგადოება ხელისუფლებაზე – ტეტჩერს დავესესხები და, “არ არსებობს საზოგადოება” – მითუმეტეს როცა საქმე არჩევნებს ეხება. სამაგიეროდ, არსებობენ ინდივიდები და ოჯახები რომლებსაც ძალიან უჭირთ.

გარდა ამისა, მასობრივ მოსყიდვას აიოლებს ხალხის უნდობლობა მთელი პოლიტიკური კლასის მიმართ – “ყველა ასე გვპირდება, მაგრამ მარტო არჩევნების წინ გახსენდებით” – ეს ფრაზა მესმოდა ყველაზე ხშირად და მეტწილად მართლებიც იყვნენ. რა შუაშია, მაგრამ ფოთში მალე ჯერ მხოლოდ იმიტომ დავბრუნდები, რომ ამ ადამიანებს დავუმტკიცო, რომ ჩვენ “ყველა” არ ვართ.

მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება უფრო კომპლექსური და რთულია და ამის გადაწყვეტა დღეს გაკეთებულ იმპულსურ განცხადებებზე გაცილებით მეტს მოითხოვს.

მე როგორც ვიცი, ჩემ მიერ მხარდაჭერილ პარტიაში ამ საკითხზე დისკუსიაა.

მესმის, რომ საპროტესტო ელექტორატი გაბრაზებულია, მაგრამ ისე ნუ ვიზამთ, რომ მათ ბრაზს აყოლილებმა, იმედგაცრუება მოვგვაროთ – მეტი პასუხისმგებლობა აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved