• რეკლამა
  • კონტაქტი
03:23, პარასკევი, 5 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იმის თქმა, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში ფული გამოელევა, რუსეთი დაიმშევა, არასერიოზულია“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
16:42 03-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,333

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი,  სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, მოვიდა გაზაფხული და როგორც რუსეთი იმუქრებოდა, ევროპა არ გაიყინა რუსული გაზის გარეშე, არ გაჭრა  გაზით ევროპის შანტაჟმა. პოლიტიკური და ფინანსური  კუთხით და სხვა მხრივაც, ეს რამდენად პრობლემურია რუსეთისთვის?

– რუსეთისთვის ეს ყოველმხრივ პრობლემურია. ევროპა მომზადებული შეხვდა ამ ზამთარს, გაზი მოიმარაგეს, გაზსაცავები აავსეს და სხვა, ალტერნატიული საშუალებებიც გამოიყენეს გასათბობად თუ სამრეწველო თუ სხვა სახის ობიექტების მუშაობისთვის. რუსეთის გზის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვნეს. კი, ბევრ ქვეყანაში ბიზნესს, ხალხს გაზის გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწია ზამთარში, მაგრამ ევროპული ქვეყნების მოსახლეობა ამაზე არ წუწუნებს მცირე გამონაკლისის გარდა. ხედავენ, რომ რუსეთთან გაზით, ნავთობით მიბმამ კარგი არაფერი მოუტანა ევროპას. რუსეთი, ევროპის მის გაზზე დამოკიდებულებას, მუდამ შანტაჟისთვის იყენებდა. ბოლოს, უკრაინის ომში ევროპის სამხედრო დახმარების შესაჩერებლად და ეს არ გამოუვიდა. ევროპა ხედავს, რომ  თუ უკრაინა დაეცა, რუსეთი არ გაჩერდება და ევროპის სხვა ქვეყნებშიც შეიჭრება. ამას რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაც არ მალავს, აცხდებენ, რომ უკრაინაში წარმატების შემთხვევაში, პოლონეთი და ბალტიისპირეთი ჰყავთ მიზანში ამიღებული. ჰოდა, ამგვარ ზამთარს კი არა, ათჯერ უარესს გადაიტანდა ევროპა რუსეთის  აგრესიის შესაჩერებლად. რუსეთმა კი მილიარდობით დოლარი დაკარგა, ევროპაში გაზის გაყიდვის საფასურად რომ უნდა მიეღო. ეს რუსული ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმაა. მთავარი, რა არის იცი? რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააერთიანა ევროკავშირი და ისეთი მობილური და ეფექტური გახადა, აქამდე რომ არ ყოფილა. ნატო–ს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ რუსეთმა გააძლიერა ნატო, როდესაც ყველფერს აკეთებდა მის დასაშლელად. რუსეთი ნატოს ვერ დაშლიდა, ეს სასაცლიოა, მაგრამ ხომ ცდილობდა? რუსეთმა ბევრი რამ ვერ გათვალა. ზოგს რომ ჰკითხო, რუსეთის ხელისუფლებაში ვინც არიან, ტვინი გადმოსდით თავიდან  პუტინის თამადობით, ძლიერი ანალიტიკოსები ჰყავთ და ვინ და რა ჰყავთ, კი გამოჩნდა. ისე, ევროპა ამ ზამთარს რომ  გადაიტანდა და რუსეთის გაზი ბევრი არ  დასჭირდებოდა, ამას შარშან ზაფხულში ვიძახდი კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით. ბევრი დასცინოდა ევროპას, ზამთარში რუსეთის სახვეწარი გაგიხდებათ საქმეო. დღეს ეს ხალხი ამ საკითხზე ხმას აღარ იღებს, ჩუმად არიან. არ უნდათ იმის აღიარება, რომ შეცდნენ, ბევრი რამ არასწორად გათვალეს და რუსეთი დღესაც ზეძლიერ სახელმწიფოდ წარმოუდგენიათ. ასე ხდება, როცა ყველა ექსპერტი ხდება, ისინიც, ვისაც ორი წიგნი არ წაუკითხავს და მეორე ნაწილია კიდევ რუსეთის მომხრეები, რომლებიც საკუთარ სურვილს არგებენ მოსალოდნელ მოვლენებს, პროგნოზებს ისე აკეთებენ, როგორიც თავად სურთ, რომ  იყოს ახლო მომავალი და ამ დროს, ბუნებრივია, მოვლენები სულ სხვაგვარად ვითარდება. თუმცა, რუსეთს მაინც აქვს შემოსავლები. ევროპას სრულად არ უთქვამს უარი რუსულ გაზსა და ნავთობზე და დღეში 1 მილიონი ევრო შესდის ევროპის ქვეყნებიდან რუსეთს. თუმცა, ეს მიზერული თანხაა იმასთან შედარებით, რასაც ადრე იღებდა ევროპისგან. ჩინეთსა და ინდოეთზე ჰყიდის რუსეთი არნახული ფასდაკლებით ნავთობს, ერთ ბარელს 40 დოლარად, მაგრამ თავად 20 დოლარი უჯდება, მაინც მოგებაშია. თუმცა, ბაზარზე 70 დოლარი ღირს ბარელი ნავთობი და ჩინეთმა და ინდოეთმა, შეიძლება ითქვას, გაჭირვების დროს, ყელში ხელი წაუჭირეს რუსეთს.  გარდა ამისა, რუსეთს სხვა შემოსავლებიც აქვს, ბევრ სტრატეგიულ ნედლეულს ჰყიდის მსოფლიოში და იმის თქმა, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში ფული გამოელევა, რუსეთი დაიმშევა, არასერიოზულია.

– რუსეთი სტრატეგიული ბირთვული იარღის შეზღუდვის ხელშეკრულებიდან გამოვიდა, რომელიც რუსეთს და ამერიკას ჰქონდათ გაფორმებული. რა შდეგები მოჰყვება ამას?

– ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ატომური ბომბის გამოყენების უფლება ჰქონდეს და საერთაშორისო შეზღუდვები არ ბოჭავდეს. როდის იყო რუსეთს საერთაშორისო ხელშეკრულებები ან ვალდებულებები ზღუდავდა? რასაც უნდა, იმას აკეთებს უკვე წლებია და თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ფეხებზე ჰკიდია ეს ვალდებულებები. რუსეთი მოიქცა უგუნურად. ამ ხელშეკრულებიდან გასვლამ, სათავე დაუდო გამალებულ შეიარაღებას მთელს მსოფლიოში. ამაში კი რუსეთი თავისთავად ჩაერთვება. ამის შემდეგ, პენტაგონმა ამერიკის ხელისუფლებას უკვე მოსთხოვა დამატებითი რესურსები. ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი არის 817 მილიარდი დოლარი და კიდევ აპირებს გაზრდას, რუსეთისა კი  – 46 მილიარდი. ამერიკის  სამხედრო ბიუჯეტი 17–ჯერ მეტია რუსეთისაზე.  ახლა, ვის ეჯიბრება, რომ ეჯიბრება? თანაც, აქ ნატო–ს წევრი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტზე არ ვლაპარკობთ, არც ფინეთისა და შვედეთისაზე, რომლებიც მალე გახდებიან ნატო–ს წევრები. საბჭოთა კავშირი რამ გააკოტრა? ამ გამალებულ შეიარაღებამ, სამხედრო ბიუჯეტის ყოველწლიურად ზრდამ. რონალდ რეიგანმა ვარსკვლავური ომების პროექტი შემოუგდო საბჭოთა კავშირს და ასეულობით მილიარდი გადააყრევინა ამაში. ამ ხელოვნური თანამგზავრების და კოსმოსში რაკეტების გაშვებამ გააკოტრა.70–იანი წლებიდან  ჩართული იყო ამ გამალებული შეიარღების შეჯიბრში საბჭოთა კავშირი და უამრავი ფული დახარჯა შეიარაღებაზე, სხვა სფეროები კი გვერდზე დარჩა. ფული აღარ ჰქონდა, რომ დაეფინანსებინა. სოფლის მეურნეობა, სასურსათო, მსუბუქი მრეწველობა ფულის გარეშე დარჩა და საბჭოთა კავშირის ბოლო წლები ორივეს გვახსოვს, ტალონები შემოიღეს სურსათზე და ლიმიტი დააწესეს ბევრ პროდუქციაზე. ამ გზით თუ წავა რუსეთი, უფრო მალე გაკოტრდება, ვიდრე საბჭოთა კავშირი. იქ, რუსეთის გარდა, 14 ქვეყნის  რესურსიც იყო.

– ბევრი ფიქრობდა, რომ უკრაინა ზამთარში რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების გათავისუფლებას შეეცდებოდა და ასე არ მოხდა. როდის უნდა ველოდოთ უკრაინელთა კონტრშეტევებს?

– ადრე „ალიასთან“ ინტერვიუში ვთქვი, რომ ამერიკამ გადააფიქრებინა ზელენსკის კონტრშტევაზე ზამთარში გადასვლა. დაარწმუნა, რომ ჯერ ევროპიდან და ამერიკიდან მიეღო ახალი იარაღი, ნატო–ს ქვეყნებში მომზადებული უკრაინელი ჯარისკაცები დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში და მერე დაეწყო შეტევა. ეს ტაქტიკა, ვფიქრობ, გაამართლებს.  ახლა დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს.  უკრაინას დასავლეთში გაწვრთნილი 50-ათასიანი ბრიგადა უკვე მზად ჰყავს, ასევე, 20 000  ჯარისკაცია მზად, რომელთაც  ის უცხოური სამხედრო შეიარაღება აითვისეს, რომლებიც უკვე გადასცეს უკრაინას. ეს ხალხი უკვე დღე–დღეზე ჩავა უკრაინაში და მარტო ეს არ არის. კიდევ ათეულობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი გაემგზავრება დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ბაზებზე მოსამზადებლად. ვფიქრობ, მალე დაიწყებს კონტრშეტევას უკრაინა, სადღაც მაისის ბოლოს. შეტევა დაგეგმილია აზოვის ზღვაზე გასვლით. ზაპოროჟიეზე შეტევით,  მერე უნდათ მარიუპოლი აიღონ და პირდაპირ გავლენ აზოვის ზღვაზე. ეს თუ მოახერხეს, ყირიმს თოფის გაუსროლელად  დაიბრუნებენ, ზღავაზე უკრაინელები გაბატონდებიან და რუსეთი ყირიმში მდგარ სამხედრო ნაწილებს, ვეღარ მოამარაგებს.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი
ახალი ამბები

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი

16:06 12-04-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
ახალი ამბები

დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა

15:11 12-04-2025
სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა
ახალი ამბები

სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა

15:05 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved