• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმის შიშით ვაქცინა ხვალ რას გვიზამს, კაცობრიობას დღეს ნუ გავწყვიტავთ…. – მარიკა შალიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:57 08-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი კორონავირუსით რეინფიცირების შემდეგ, მისი მკურნალობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მას ვირუსით რეინფიცირება პირველი აცრის შემდეგ დაუდასტურდა, რაც შეეხება სიმპტომებს, თავის და ზურგის ტკივილი ჰქონდა, „თითქოს ყველა ძვალს სათითაოდ უმტვრევდნენ“, ასევე ძარღვები და ნეკნები გაუსაძლისად ტკიოდა.

როგორც მარიკა წერს, მას შემდეგ რაც რეინფიცირება დადასტურდა, მკურნალობის კურსის გასავლელად სახლში წავიდა, სადაც „ყოველდღე ოჯახის სხვადასხვა წევრს კოვიდი უდასტურდებოდა“ და 5 მათგანიდან კლინიკიდან ცოცხალი მხოლოდ 4 დაბრუნდა, „ყველა ვინც ერთი დოზით მაინც იყო აცრილი“.

„31 მაისს აცრის მეორე დოზაზე ვიყავი ჩაწერილი. წინა ღამეს თავი და ზურგი ამტკივდა. ზურგი უცნაურად, თითქოს ყველა ძვალს სათითაოდ მიმტვრევდნენ. გამაყუჩებელი დავლიე და დილით კარგად ვიყავი, ვიფიქრე ეს ნანატრი დოზა არ დავკარგო (სიმწრით დავრეგისტრირდი, მთელი ღამე გავათენე მეორე დოზას ჩასაფრებული) ამიტომ გავიკეთე ორი პირბადე და წავედი ასაცრელად. იქ ექიმს მოვუყევი წინა ღამეს ცუდად რომ ვიყავი, გამიზომეს სიცხე, დაწვრილებით გამომკითხეს კონტაქტები ვისგანაც შეიძლებოდა გადამდებოდა. ასეთი გარშემო არავინ მყავდა (მაშინ არ ვიცოდი, ჩემს სახლში კოვიდი თუ დაძრწოდა), ვინაიდან ერთი დოზით აცრილი და 7 თვით ადრე კოვიდ მოხდილი ვიყავი – ამცრეს. სახლში დავბრუნდი და 2 საათში დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. სიცხე 38.9, უკვე მარტო ძვლები არა, ყველა ძარღვი, ნეკნი გაუსაძლისად ამტკივდა. მეგონა სხეულს ჩაქუჩით მილეწავდნენ და ტრაქტორი დამადიოდა. თვალებს ვერ ვამოძრავებდი, თითქოს გადმომცვივდებოდა. დილით გავქანდი ტესტზე. ჯერ სწრაფი გავიკეთე, გამოვედი ინფექციურის ეზოში, 15 წუთი ჭირდებოდა, მაგრამ ექთანი უკან გამომყვა ძალიან შეწუხებულმა მითხრა დადებითი ხარო. მახსოვს ეზოში სკამზე ჩამოვჯექი, გამვლელი სანიტარი შეჩერდა და დამშვიდება დამიწყო. ერთი ის ვუთხარი არ მეშინია, უბრალოდ შეიძლება სიგარეტი მოვწიოთქო. მაშინვე ყველა ის ადამიანი გამახსენდა ვისთანაც ის დღეებში ვიკონტაქტე, მათთან დარეკვა მესიკვდილებოდა. მერე პისიარიც გამიკეთეს, სეროლოგიური კვლევისთვის, იქნებ უსიმპტომოდ მიდიოდა და ბოლოში ხარ გასულიო. სეროლოგიამ აჩვენა რომ ჩემი კორონა სულ ახალი დაწყებული იყო. შემეშინდა თუ არა? წამიერად, მაგრამ მაგ დროს რაღაც ძალა გეძლევა, ინსტინქტი რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი ხარ და სერიოზულს ვერაფერს დაგიშავებს. ინფექციურში დაწოლა შემომთავაზეს რადგან რეინფიცირება იყო და თან წინა დღის აცრილი ვიყავი, უკვე კოვიდიანი. თუმცა სახლში მკურნალობა ვარჩიე. ვხვდებოდი ჩემი ნერვული სისტემა კლინიკაში სხვა პაციენტების ტანჯვის ყურებისთვის მზად არ იყო. გავაჩერე ტაქსი და დავუსვი უცნაური შეკითხვა: კოვიდი ქონდა თუ არა მოხდილი, გამიმართლა – კიო. თამამად ჩავჯექი და წამოვედი სახლში.​ შევიკეტე ჩემს ოთახში და სრულად ვიზოლირდი ოჯახის წევრებისგან, თუმცა თურმე მე ვიყავი მათი კონტაქტი და მათთან უსიმპტომოდ მიდიოდა.

მეორე დღიდან დაიწყო ჯოჯოხეთი. ყოველდღე ოჯახის სხვადასხვა წევრს უდასტურდებოდა. 5 მათგანიდან კლინიკიდან მხოლოდ 4 დაბრუნდა, ანუ ყველა ვინც ერთი დოზით მაინც იყო აცრილი. კოვიდთან ბრძოლაში დავკარგეთ მერაბი, 68 წლის ბიძაჩემი, რომელიც რომ არა კოვიდი, კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, თუმცა რომელსაც ქონდა თანმხლები დაავადებები და ასეთ დროს აცრა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამაში პირადმა ტრაგედიამ საბოლოოდ დამარწმუნა.

ჩემი კორონასთან თანაცხოვრების 12 დღე არც ფიზიკურად იყო მარტივი და არც ფსიქოლოგიურად. სანამ მაგრად ხარ, სიმპტომებს უმკლავდები, თუმცა მქონდა რამდენიმე ეპიზოდი როცა პანიკამ ამიტანა და ის წუთები მაღალ სიცხეზე, სპაზმურ აუტანელ ხველაზე და ფიზიკურ ცუდად ყოფნაზე ბევრად მწარედ მახსოვს. ეს არის ნერვების ომი, როცა მოდის შიში და ცუდი ფიქრები, ეგრევე თუ არ მოაშთე და აყევი გერევა, გაგდებს და სახით გახოხიალებს.

ამდენი რატომ დავწერე? იმიტომ რომ დღეს 44 ადამიანი გარდაიცვალა და ყველას მინდა გითხრათ, თუნდაც იმის ცოდნამ რომ ერთი დოზა მაინც მოვასწარი მომცა რწმენა, რომ დავძლევდი. ეს კი ამ ვირუსთან მთავარია. რწმენა რომ აუცილებლად კარგად იქნები. იმის შიშით ვაქცინა ხვალ რას გვიზამს, კაცობრიობას დღეს ნუ გავწყვიტავთ. ჩვენი დღევანდელი მოცემულობა აღარ არის უბრალოდ ცუდი ვირუსი, ეს სიკვდილ-სიცოცხლეს შორის არჩევანის გაკეთებაა. გთხოვთ, ავირჩიოთ სიცოცხლე და გადავარჩინოთ ეს სამყარო გადაშენებას.

#აიცერისიცოცხლისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სადაც ჩემი ოჯახის წევრები მკურნალობდნენ ერთი დღე გავატარე. სულ იმ საოცარ ექიმებზე, ექთნებზე, სანიტრებზე მეფიქრება, რომლებიც უკვე წელიწადი და ხუთი თვეა ფაქტიურად კლინიკაში ცხოვრობენ და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად პაციენტების სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძვიან. თვეების მანძილზე შვილებს ვერ ნახულობენ, სულ მორიგეობა უწევთ. უძეგლო გმირები არიან. მოვიგოთ რა ეს ომი, სადაც ყველანი ჯარისკაცები ვართ და თითოეული ჩვენთაგანის არჩევანი გადამწყვეტია. Natia Mindadze შენ პირადი მადლობა, ექიმზე მეტი ხარ, პირველ რიგში ძალიან კარგი ადამიანი. Levani Ratiani თქვენს სიკეთეს არასდროს დავივიწყებ, ჩემთვის სამაგალითო ხართ მთელი თქვენი გუნდით“, – წერს მარიკა შალიკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved