• რეკლამა
  • კონტაქტი
20:37, ხუთშაბათი, 2 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმედზე მოგცემდით ეთერს…”; “ქოცებს ჭიქას არ ვუჭახუნებ და მათთან “სხოდკებით” არ გამოვირჩევი” – მელია და მამისეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:59 05-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,948
ჟურნალისტებმა დეა მამისეიშვილმა და გიორგი გაბუნიამ “Facebook live”-ში პოლიტიკაზე ისაუბრეს და ბევრ თემას შეეხნენ.

ერთ-ერთი საკითხი იყო პოლიტიკოსები ოპოზიციიდან. გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ მელიას ხილვას არ ისურვებდა ხელისუფლებაში, რადგან ის საქმეს ვერ გააკეთებს. დეა მამისეიშვილმა თქვა, რომ მელიას მხოლოდ ოცნების საპირწონედ მისცემდა ხმას.

ვიდეოს გამოეხმაურა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა მელია:

გაბუნია იდიოტი რომ იყო ვიცოდი,მაგრამ მთლიანად მავნებელი თუ იყო არ მინდოდა დამეჯერებინა

ამის ლაივში გაშვებას, სამზარეულოში ერთმანეთთან გესაუბრათ, სახეს შეინარჩუნებდით მაინც.

მამისეიშვილი:

Nika Melia ჩემს სიცოცხლეში სახე არ დამიკარგავს, არც კრიტიკულ არხზე მუშაობისას და არც სამთავრობო არხზე, ყველაზე კარგად უნდა გახსოვდეს ეგ. ჩემს შეფასებაში ფრთხილად, ნიკა. კრიტიკის მიმღებლობა არ არის ცუდი რამე, შეგიძლია მეკამათო და არ დამეთანხმო, მაგრამ, ამ შეფასებას არასდროს მივიღებ. ყველგან საუბარი შემიძლია და ყველაფერზე, ვერავინ ამიკრძალავს.

მელია:

Dea Mamiseishvili ყველასთან საუბარი რომ შეგიძლია, ეგ სიტყვის თავისუფლების ნაწილია და ამ საუბრის შედეგად, რომ შენი შეფასების უფლება ასევე ყველას აქვს.

სახე ანახეთ, რომელიც ჯობდა არ გენახებინათ, მავნებლობა გააკეთეთ და ახლა ამაზე კომენტარებიცა და შეფასებებიც აიტანეთ.

ვინმეს თუ თქვენი სამზარეულოს მრავლისმთქმელი დიალოგი მოეწონა, ალბათ მაგასაც დაგიწერენ, ოცნების ადგილას ბედნიერი ვიქნებოდი – იმედზე მოგცემდით ეთერს.

მამისეიშვილი:

Nika Melia იმედზე რომ მნახავ ან ქოცებთან დაახლოებულ ჯგუფთან, მაგ დღეს ელოდე შენ. არც მათ ვუჭახუნებ ჭიქებს და არც მათთან “სხოდკებით” გამოვირჩევი. რა ცუდია, ნიკა, ერთი კობახიძემ მიხსენა სახის დაკარგვა და მეორე შენ. წარმატებები და თავისუფლება.

“ოპოზიცია რომ მოვა, არ დაიწყებს ფულის კეთებას? მელია საქმეს გააკეთებს?” – გაბუნია და მამისეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“ – ნიკა გეგენავას AI გზა ცნობისმოყვარეობიდან გამარჯვებამდე
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“ – ნიკა გეგენავას AI გზა ცნობისმოყვარეობიდან გამარჯვებამდე

15:09 10-02-2025
„კანდიდი“ – სკოლა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„კანდიდი“ – სკოლა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:54 10-02-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება კვლავ გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება კვლავ გაიზარდა

13:15 10-02-2025
თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს

11:24 10-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved