• რეკლამა
  • კონტაქტი
07:07, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იმედის“ ჟურნალისტის ექსპერიმენტი – გახარიას მიერ დასახელებულ ვენის კლინიკაში ნარკოლოგიურ შემოწმებას საერთოდ არ აკეთებენ

ალია ავტორი - ალია
10:19 09-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

იმედის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ვენაში ჩავიდა და შეეცადა გაერკვია, ჩაიტარა თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კლინიკა RUDOLFINERHAUS-ში ნარკოტესტი, რომლის შედეგები მან სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მას ისიც კი არ დაუდასტურეს, იყო თუ არა გიორგი გახარია ავსტრიაში ჩასული.

„პირველ რიგში მე დავრეკე საავადმყოფოში, რომელიც მითითებულია დასკვნაზე და პირველად მათ წარვუდექი, როგორც ჟურნალისტი, შემდეგ კი როგორც პაციენტი, რომელსაც ნარკოტესტის ჩატარება სურდა. მათ მითხრეს, რომ ნარკოლოგიური განყოფილება ამ საავადმყოფოში არ არის. ადამიანმა, რომელმაც მიმღებში მიპასუხა, ეს ინფორმაცია რამდენიმე კოლეგასთანაც გადაამოწმა და მითხრა, რომ 20 წელია, ამ საავადმყოფოში ნარკოლოგიური ტესტი არ ჩატარებულა. ამის შემდეგ მე მას ვუთხარი, რომ მაქვს დასკვნა, რომელზეც სწორედ ეს საავადმყოფოა მითითებული და ასევე მათი ექიმი, მუჰამედ ბაღეი. მან მითხრა, რომ ძალიან უცნაურია და სურდათ ეს ინფორმაცია თავად ექიმთან გადაემოწმებინათ. ცოტა ხანში ამ ადამიანმა მითხრა, რომ ექიმმა გადაწყვიტა, რომ ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური და ამ თემაზე ის საუბარს არ აპირებს. შემდეგ მე მათ ვუთხარი, რომ მინდა ნარკოტესტის ჩაბარება, რაზეც მიპასუხეს, რომ სხვა კლინიკა უნდა შევარჩიო“, – ამბობს ქეთევან ქარდავა.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა ექიმ ბაღეის ძებნა დაიწყო, რომელიც ვენაში მდებარე კიდევ ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს. ის ექიმს დაელოდა, რომელიც მის გამოჩენაზე და კითხვებზე აფორიაქდა.

„თითქოს ძალიან მარტივი კითხვაა, იყო თუ არა გიორგი გახარია მის კლინიკაში ან იცნობს, თუ არა ამ პაციენტს. მე ვაჩვენე მას დოკუმენტი, რომელიც საჯაროა. ის იმდენად აფორიაქდა, რომ უმისამართოდ დაიწყო ვენის ცენტრში სიარული. ჩვენ გავეკიდეთ მას, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი. ბაღეი ამბობდა მხოლოდ ერთს, რომ ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და დამემუქრა იმითაც, რომ გამოიძახებდა პოლიციას. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, მან არ იცოდა გიორგი გახარიას შესახებ არაფერი“, – ამბობს ქეთევან ქარდავა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved