• რეკლამა
  • კონტაქტი
01:04, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმედის კლინიკამ” დაკარგა ყველასათვის საყვარელი ექიმი და დიდი გულის ადამიანი!” – კლინიკის განცხადება

ალია ავტორი - ალია
18:05 11-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

მოგახსენებთ, რომ გუშინ 26 ნოემბერს მეან-გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა.

„იმედის კლინიკა“ განცხადებას ავრცელებს:

საზოგადოებისა და მედიასაშუალებების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე „იმედის კლინიკის“ ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ექიმი დაინფიცრდა კორონავირუსით, სავარაუდოდ ამა წლის 17-18 ნოემბერს, როდესაც იგი ერთ-ერთ რაიონში, ახლობელ ოჯახთან სტუმრად იმყოფებოდა.

რაიონიდან დაბრუნებისთანავე ზაზა იმერლიშვილს აღენიშნებოდა ვირუსული ინფექციის სიმპტომები და შესაბმისად იგი კლინიკაში აღარ დაბრუნებულა.

ვინაიდან ბატონი ზაზა გახლდათ უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი, მან თავად შეიტანა ეჭვი კორონავირუსით შესაძლო ინფიცირებაში და ჩაიტარა ანტიგენტესტი, რის შედეგადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

თვითიზოლაციაში, ბინაზე მკურნალობის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, მოხდა ზაზა იმერლიშვილის ჰოსპიტალიზაცია მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრში.

სამწუხაროდ, ბატონ ზაზას ჰქონდა მძიმე სომატური დაავადებები. შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხძარღვთა დაავადებები… საუბედუროდ, ექიმების თავგანწირული მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა!

გუშინ, 26 ნოემბერს ჩვენმა ქვეყანამ და „იმედის კლინიკამ“ დაკარგა ყველასათვის საყვარელი ექიმი და დიდი გულის ადამიანი!

„იმედის კლინიკის“ ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ზაზა იმერლიშვილის ოჯახს და მის თითოეულ პაციენტს ამ უდიდეს დანაკლისს. საქართველოს მოსახლეობას კი რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ და სიფრთხილისაკენ მოუწოდებს!

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved