• რეკლამა
  • კონტაქტი
05:51, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმედია, უბოროტესი წულუკიანის ეს გადაწყვეტილება არ გახდება მწერლებს შორის დაყოფისა საფუძველი” – ყალაბეგაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:00 08-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,680

გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:

“მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia – ის დირექტირად, წულუკიანს ქეთი დიმბაძე დაუნიშნავს… სანამ ამ საკითხზე ჩემს აზრს ვიტყი, ობიეტურობისთვის პატარა შესავალს გავაკეთებ – დღიდან წულუკიანის დანიშვნისა, აბსოლუტურად გავწყვიტე ყველა სახის ურთიერთობა უწყებასთან და მის დაქვემდებრებულ ორგანიზაციებთან, მომიწია უარი მეთქვა 4 ლიტერსტურული ჟურნალის ბეჭდვაზე, სამინისტროს მიერ დაფინანსებული წიგნების ბეჭდვაზე (მათშორის ქეთისთვის), არ ვმონაწილეობ არაცერთ ლიტერატურულ ღონისძიებაში არც გამომცემლის და არც ავტორის სტატუსით, ჩემი უნარები (საგამომცემლო), არასდროს გამომიყენებია ჩემი პოლიტიკური ხედვების ინსტრუმენტად, სუბიექტი წულუკიანიც რომ მოვიდეს ჩემთან დავეხმარები, როგორც გამომცემელი, მაგრამ მისი უწყების დაფინანსებულს არაფერს ვეკარები, არ ვცნობ ლეგიტიუმურად, ასე რომ პრაგმატულად და ფინანსურად ჩემთვის არაფერი იცვლება… მამაჩემიც რომ დაინიშნოს რომელიმე უწყების ხელძღვანელად, რომელიც წულუკიანს ექვემდებარება, გამორიცხულია ჩემი ჩართულობა…
Მოხდა ისე რომ უკარგესად ვიცნობ მწერალთა სახლის უახლეს ისტორიას… იმ პერიოდში როცა ის ეკუთვნოდა მწერალთა კავშირს და მართავდა მაყვალა გონაშვილი იყო ,,ცეხი”, მაგალითად ჩემს უნივერსიტეტს ჰქონდა ნაქირავები და იყო მომენტები, ისტორიულ ნივთებზე ძეხვს ჭრიდენ სტუდენტები და არაყის ჭიქებით ირთვებოდა, მაყავლას თუ გადაუხდიდა ვინმე, მიაქირავებდა ნებისმიერს, ნებისმიერი მიზნისთვის… რაც ნატამ ჩაიბარა ეს უწყება, ,,მწერალთა სახლი” გახდა გამორჩეულად გამართული, პროგრსული, მზარდ წარმატებაზე ორიენტირებული დაწესებულება, თავად შენობის რეაბილიტაცია სასწაული, პროექტები სასწაული, მწერლებთან და გამომცემლებთან ურთიერთობა სასწაული… ამ წლების მანძილზე, პოსტსაბჭოთა უტოპიისგან, ნატამ თავის უკარგეს გუნდთან ერთად შექმნა გამორჩეულად მნიშვნელოვანი და სფეროზე ორიენტირებული ინსტიტუცუა. Აქვე, ამ ამბებში გარკვეული პოზიტიური წილი ქეთი დუმბაძესაც ეკუთვნის, მინისტრის მრჩელის პოზიციიდან.
ასე 8-9 წლის წინ გავიცანი ქეთი ხევსურეთში, დავახლოვდით და წლების მანძილზე გვქინდა საქმიანი და მეგიბრული ურთიერთობა… ქეთის აქვს ორი კარგი თვისება – არის მიმართული სიკეთისკენ, შეუძლია სრულიად უცნიბი ადამიანების დახმარება და პრიფესიულ ამბავში შეუძლია საღი აზრი მიიღოს და გაითვალისწინოს…
Ამ ყველაფრის მიუხედავად, ქეთის ამ თანამდებობაზე დანიშვნა სფეროსთვის მაინც უსიამოვნო ფაქტია (მისი პირივნლი თვისებების მიუხდავად რომრლსაც ვაფასებ, იმის გამო რომ თავად ვარ შემსწრე და მონაწილე უამრავი სიკეთისა, უცნობებისთვისაც კი), რადგან ის წარმოადგენს პარტიას ვინც ზვიად რატიანი გააგდო ქვეყნიდან, ვინც 20-ში ადამიანები დაასახიჩრა პოეტი ზურა ბუდაღაშვილი ციხეში ეჯდა, იმის გამო რომ დაშავებულებს იცავდა გავრილოვის ტყვიებისგან, ქვყანა გააუბედურა, დაამშია, 8-9 მარტს გადაგვიარა, რუსეთის საკუჭნაოდ გვაქცია, ყველა პროგრესული და ნიჭიერი ადამიანი ქვეყნიდან გააქცია… კი ქეთი არის კეთილი ადამიანი, მაგრამ ის წარმოადგენს უბოროტეს ძალას (ეს თავადაც იცის), რაც ერთგვარ მორალურ დილემას ქმნის, მწერლებისთვის…
Სწორი იქნება თუ მწერლები შეძლებენ და ამ თანამდებობაზე წულუკიანის დანშნული პირი კი არა, სფეროსგან შეთავაზებული ადამიანი დაინშნება, შეუძლება ეს ადამიანი ისევ ქეთი იყოს, მაგრამ ეს თავად სფეროს უნდა უნდიდეს, მათ უნდა დაუსვან ბეჭედი ლეგიტიმაციას.
Თუ ეს ვერ მოხერხდა და ქეთის ლეგიტიმაცია არა მწერლების, არამედ წულუკიანით გაფორმდება, მაშინ ოპტიმალური იქნება, თუ ნატას სთხოვენ დარჩეს მოადგილედ/მენეჯერად და დამოუკიდებლობის დათქმით გააგრძელოს ამ უწყების სტრატეგიაში და განვითარებაში მონაწილეიბა, მაღალი უფლებებით და ისეთი დიდი წარმატებით, როგორც ამას აკეთებდა ეს წლები, ამასთან ყველა ოპოზუციურად განწყიბილ მწერალს თუ გამომცემლობას საშუალება ექნება გააგრძელოს ურთიერთობა უწყებასთან (როგირც ზემოთ ვთქვი, აქ ჩემი ინტერესი ნულია, სანამ იქნება წულუკიანი, გამორიცხულია ნებისმიერ უწყებასთან ჩემი პროფესიული გადაკვეთა).
Იმედია უბოროტესი წულუკიანის ეს გადაწვეტილება არ გახდება მწერლებს შორის დაყოფისა და დაპირისპირების საფუძველა და ყველა ბრაზი თუ უკმაყიფილებ არა ერთმანეთისკენ, არამედ სამინისტროსკენ იქნება მიმართული, რომელიც ბიუჯეტის 70%-ს პარტიულ, უვიც უსაქმურებზე ხარჯავს ასთას არაფრისმაქნის მრავალათასიან ბიუროკრატიულ ლაბირინთებში…
იმედია, მწერლებისთვის უმნიშვნელოვანეს უწყებას და ლოკაციას, შეუნარჩუნდება თავისუფლების ის ხარისხი, რაც კუნძულივით იყო შემორჩენილი კულტურულ დიქტატურაში…”

საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

თეგები: ხვიჩა ყალაბეგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved