• რეკლამა
  • კონტაქტი
01:57, შაბათი, 22 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმედია, გოგაშვილმა იზრუნა წინასწარ ინფორმაციის გავრცელების ხერხებზე. ახლა ისღა დაგვრჩენია, ველოდოთ… – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
14:16 07-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
736

ჟურნალისტი ვახო სანაია, სოსო გოგაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით ეხმაურება.

„გოგაშვილი დაკავებულია მუხლით, რომელიც პირადი ცხოვრების ხელყოფას ეხება. რაც სუსშია, გოგაშვილი ყოველ დღე არღვევდა ამ მუხლს. ერთი დღე არ ყოფილა, ვინმესთვის უკანონოდ არ მოესმინათ, არ ეთვალთვალოთ, არ გადაეღოთ. მხოლოდ გოგაშვილს კი არა, მის ზემდგომებს მთლად უფროსის დავალებით.
უფრო მეტიც, იმავე მთლად უფროსის დავალებით, ავრცელებდნენ კიდეც ამ მასალებს ინტერნეტში და ცხოვრებას უნგრევდნენ ადამიანებს.
გოგაშვილის მაგ სისტემაში ყოფნის დროს და მისი მოხსნის შემდეგაც ერთი დღე არ შეწყვეტილა ეგ პრაქტიკა. ახლა, ამ მომენტშიც, უამრავ მოქალაქეს წერენ უკანონოდ. ცინიზმის მწვერვალია, რომ თავად გოგაშვილის დაკავებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად გამოყენებულ იქნა ასევე უკანონო მიყურადების გზით მოპოვებული აუდიომასალა – ჟირნალისტების თათბირის ჩანაწერი, რომელიც ხელისუფლებამ თავადვე გაავრცელა.
ის, რომ გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე გამოძიების ფარგლრბში დააკავეს კიდევ უფრო სასაცილოს ხდის ამბავს. გოგაშვილი სუსში 2018 წლის აგვისტოდან აღარ მუშაობს. გახსოვთ ვინმე, ვინც უკანონო მოსმენის ან გავრცელების გამო ვინმე სერიოზული თანამდებობის პირი დაეჭირათ ?
ივანიშვილი უსმენს ყველას, ვინც მისი ინტერესის სფეროში ხვდება. ასეთი კი უამრავი ადამიანია საქართველოში. ყველა, ვინც მას აკრიტიკებს ან პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს. უფრო მეტიც, განსაკუთრებით უსმენს და აკონტროლებს საკუთარ გარემოცვას, პარტიას, თავის პროპაგანდისტულ ტელევიზიებს. ყველას, ვისაც ფულს უხდის.
რისი თქმა მსურს ამით :
გოგაშვილი არ დაუკავებიათ იმისთვის, რომ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებსაც, უსმენდა, ჩანაწერებს უვრცელებდა ან ემუქრებოდა გავრცელებით, რასაც, ეჭვი არ მეპარება, ნამდვილად აკეთებდა და ამ სისტემის სათავები სწორედ ბიძინა ივანიშვილი დგას;
გოგაშვილი არც თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დაუკავებიათ. შესაბამისად, ქართული ოცნების პირობებში ვერც ამ საქმეზე აღსრულდება მართლმსაჯულება, რადგან მთელი ხელისუფლებაა ჩართული თემირლანის მკვლელობასა და მერე საქმის გაყალბების დანაშაულში. ასე რომ, გოგაშვილის დაკავება არანაირი სამართალი არ არის თემირლანის ნაწილში. უფრო მეტიც, საქმე საერთოდ დახურეს;
გოგაშვილი არც იმ უამრავი სხვა უკანონობისთვის დაუკავებიათ, რასაც წლების განმავლობაში სუსი ჩადიოდა და ჩადის.
გოგაშვილი დააკავეს ერთადერთი მოზეზით – ის პრობლემა გახდა ივანიშვილისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ადამიანი უამრავ დანაშაულშია გარეული, მაგრამ ახლა დაჭერილია მხოლოდ ოლიგარქის ბრძანების საფუძველზე იმისთვის, რომ შური იძიონ, გატეხონ და გააჩუმონ.
ეს არის რეალობა.
ახლა საინტერესოა, რა გაგრძელება ექნება ამ ფაქტს – მოახერხებენ, რომ გააჩუმონ თუ გველოდება სერიალი ქართული ოცნების დანაშაულების შესახებ.
ამ სტატუსს ვწერ ადამიანი, რომელსაც, ისევე, როგორც უამრავ ჩემს კოლეგას, ყოველდღიურად უსმენენ და თავის დროზე ამას გოგაშვილის მონაწილეობითაც აკეთებდნენ, მაგრამ ამ უკანონობის გამო არ არის ის დაკავებული.
ეს უნდა გავიაზროთ. არ ვიცი, დალაგდებიან რამეზე თუ ვერა ეგ და ბიძინა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. დაკავება – ივანიშვილის პირადი ბრძანებაა. კარგად რომ ჰქონდეს საქმე, ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. სხვებსაც უგზავნის სიგნალს, რომ სისტემასთან დაპირისპირება არავის ეპატიება. სუსზე დგას დიდწილად.
იმედია, გოგაშვილმა იზრუნა წინასწარ ინფორმაციის გავრცელების ხერხებზე. ახლა ისღა დაგვრჩენია, ველოდოთ, გარისკავს თუ არა.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved