პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
მართლა გამიკვირდა, რომ ბევრი, ოპოზიციიდან იქნებოდა თუ სხვა ე.წ. ელიტა, საერთოდ არც კი გამოეხმაურა ამ (პატრიარქის აღსაყდრების) საკითხს. ეს არ არის მხოლოდ ისტორიის ან რელიგიის საკითხი, ეს არის, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი, რადგან ქართულ ეკლესიას კონსტიტუციითაც კი აღიარებული აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ისტორიაში, ასევე ჩვენს თანამედროვეობაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტს და თარიღს გუშინ ე.წ. ელიტა არ გამოეხმაურა”
კომენტარები