• რეკლამა
  • კონტაქტი
09:15, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული, ამის წყალობით გადავურჩი ბევრ დაავადებას – მეუფე გრიგოლი

ალია ავტორი - ალია
17:55 08-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა

“იმ წესრიგზე, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან ამ მძიმე დროში, ეპიდემიის გართულებულ ვითარებაში, რაც შემიძლია შევნიშნო არის ის, რომ მრევლის მხრიდან შეგნებული დამოკიდებულებაა. ყველა ცდილობს, პირბადე ატაროს და დისტანცია დაიცვას. ხალხი ნამდვილად ხედავს საფრთხეს.

რაც შეეხება აცრებთან დაკავშირებით კამპანიას, ვხედავთ, რომ ძალიან მძაფრი აზრთასხვაობა არსებობს. ახლა მთელი აქცენტები მოდის ეკლესიის მისამართით. მე ასე ვიტყოდი, რომ შეიძლება, მთლად უსაფუძვლო არ იყოს ეს, მაგრამ ამ აზრთასხვაობის თავი და თავი არის ის, რომ როგორც ჩვენ, მქადაგებლები ვართ ქრისტეს სახარებისა, ასევე უპირველესი მქადაგებლები და მომწოდებლები ჯანდაცვის სისტემის მუშაკები არიან. თვით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში არის აზრთასხვაობა, რაც ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს. ისეთ დაბნეულობას იწვევს, რომ სივრცეებს აჩენს სხვადასხვა სპეკულაციისთვის და ვინც ცდილობს, რომ საერთოდ რელიგიურ ჭრილში განიხილოს ეს ამბავი, ამას სერიოზულად არ შევხედავდი, მაგრამ გასაგებია.

ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან და პირიქით, ემხრობიან ამ პროცესს, მოდით, ერთი ვთქვათ, რომ ყველას უნდა სიცოცხლე, უბრალოდ ერთნი ხედავენ სიცოცხლის გადარჩენას აცრაში, მეორენი კი – აუცრელობაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ვითარება შეიქმნა და ეს ართულებს მთლიანობაში პანდემიასთან ბრძოლას, სერიოზულ პრობლემებს ქმინს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საუბარი არ იყო ვაქცინაზე, საუბარი იყო ტაძარში წასვლა-არ წასვლაზე, დისტანციაზე, მაშინაც კი გაიყო აზრები. ეპიდემიოლოგი, რომელიც ამ საკითხზე პროფესიონალურ აზრს უნდა აწვდიდეს, ამბობდა, რომ მე მოვიქცევი ისე, როგორც მეტყვის მოძღვარი. რიგითმა ადამიანმა, რომელიც მედიცინაში საერთოდ არ არის გარკვეული, რა ქნას და რა თქვას. ასე რომ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მხოლოდ ეკლესიაზე ჯოხის გადატეხვა სწორი არ იქნება.

სამართლიანები უნდა ვიყოთ ყველა შემთხვევაში და თავისთავად ცხადია, როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა, ორაზროვანი განწყობები, გამორიცხული არ არის, არსებობდეს იგივე სასულიერო პირებს შორისაც. პირადად მე დღემდე იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული და ამის წყალობით გადავურჩი ალბათ ბევრ ისეთ დაავადებას, რომელსაც შეიძლება, წაეღო ჩემი სიცოცხლე, გამონაკლისი არც დღევანდელობა არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განმარტებაა საჭირო, მეტი არგუმენტები, მეტი დამაჯერებლობა, თორემ არაპროფესიონალურად მოწოდება, რომ აიცერით, ხან ისეთი არგუმენტი ითქმება, უმეცარ კაცსაც შეიძლება, გაეღიმოს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, რომ გაძლიერდეს და შეძლოს, მართოს ვითარება ისე, რომ უყურადღებოდ არ დარჩეს არც ერთი დაავადებული, საერთოდ თავიდან ავირიდოთ ისეთი ტიპის გართულებები, რომელსაც მიაქვს ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ დასაკარგი ადამიანები არ გვყავს. მიუხედავად იმისია, ერთი აზრისანი ვართ, თუ არა. სხვადასხვა აზრი არსებობს მოქალაქეებს შორისაც, სასულიერო პირებს შორისაც და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა არის, მთავარია, ფუნდამენტურ ღირებულებებს შორის ვიყოთ ერთნი და ამას მივაღწიოთ”, – აღნიშნავს მეუფე გრიგოლი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved