• რეკლამა
  • კონტაქტი
06:42, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, იმდენად გაცვეთილია ბიძინა ივანიშვილი, რომ არც ის მგონია, აქტიურად ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება პოლიტიკაში, ამან რაიმე მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“ – დავით ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:04 12-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
301

რამდენადაც მე ვიცი, სამნიშნა იქნება საკრებულოს წევრების რაოდენობა, რომელიც მელიასთან აღმოჩნდება. ამ ვითარებაში გასაგებია მიხეილ სააკაშვილის ზრუნვა 5 ნომრის რღვევის შესაჩერებლად,- ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნის შესახებ.

დავით ბერძენიშვილის განმარტებით, ეს ინიციატივა 5 ნომრის ფარგლებს გარეთ არ გადის და არავის მიუღია სერიოზულად.

დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ „არანაცურ“ ოპოზიციას სამომავლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა მოუწევს.

„სამომავლოდ „არანაცურ” ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მოუწევს, ისევე, როგორც გახარიასთან მოუწევს თანამშრომლობა. ახალი წელი მოდის, 19 იანვრამდე სულ ქეიფი იქნება საქართველოში და ახალ პოლიტიკურ სეზონს, საგაზაფხულო სესიას, იმედი მაქვს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი შეხვდება უფრო მობილიზებული. მე ვვარაუდობ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, გაზაფხულზე იქნება მცდელობები სხვადასხვა პრეტენზიული, პატარა თუ საშუალო პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ უკეთესი სასტარტო პირობებით შეხვდეს სამომავლო კონფიგურაციის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება იმას, დაბრუნდება თუ არა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ გასაძლიერებლად, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართვა პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვან როლს ვერ ითამაშებს.

„არც ღარიბაშვილი და არც კობახიძე ნამდვილად არ არიან მაღალრეიტინგული ფიგურები და შეუძლებელია მათ ეს არ იცოდნენ. მთავარი მოლაპარაკე თავი რომ კობახიძეა მათთვის, კობახიძის იმედად ალბათ არ დატოვებს ბიძინა ივანიშვილისაკუთარ პოლიტიკურ ძალას. მეტსაც გეტყვით, იმდენად გაცვეთილია ბიძინა ივანიშვილი, რომ არც ის მგონია, აქტიურად ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება პოლიტიკაში, ამან რაიმე მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, – განაცხადა დავით ბერძნიშვილმა

თეგები: დავით ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved