• რეკლამა
  • კონტაქტი
17:58, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, იმათ საყურადღებოდ, ვინც „კოვიდ ფაშისტის“ ძახილით აპირებთ კომენტარებში გაჩენას…” – მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:28 11-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,განსაკუთრებულად მძიმე შეგრძნება მეუფლება, როცა პაციენტს ღვიძლის მძიმე დაზიანება აქვს და ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზს ვუსვამ. რატომ ვამახვილებ ყურადღებას მაინცდამაინც B ჰეპატიტზე? უამრავი სხვა პრობლემური დიაგნოზი არსებობს.
ეს დიაგნოზი განსაკუთრებით დამთრგუნველია იმიტომ, რომ წარმოვიდგენ ხოლმე, ამ ადამიანს ერთი, სულ პატარა ჩხვლეტა, ანუ B ჰეპატიტის აცრა, ამ სიტუაციას თავიდან ააცილებდა. ვიღაცას რომ ერჩია აცრილიყო, ან პირიქით, უკუღმართული რჩევა არ მიეცა „აცრა რად გინდა, ათას რამეს იწვევს“, ახლა ჯანმრთელი იქნებოდა, არ ექნებოდა ციროზი (ზოგჯერ ღვიძლის კიბო). ზოგს ასევე თანდართული აქვს D (იგივე დელტა) ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც მხოლოდ B ჰეპატიტის მქონეებს ემართება და კიდევ უფრო ართულებს ღვიძლის მდგომარეობას. აბა წარმოიდგინეთ, რა მძიმეა ამასთან შეგუება.

ისინი, ვინც 2003 წლის შემდეგ დაიბადა, ძირითადად აცრილები არიან (სამშობიაროში და შემდეგ რამდენიმე დოზა, როგორც ბავშვთა გეგმიური აცრების ნაწილი). ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში B ჰეპატიტი უკიდურესად იშვიათია და ეს პრობლემა ფაქტიურად მოგვარებულია. თუმცა მანამდე დაბადებულები არ არიან დაცულები და ხშირად რატომღაც არც ცდილობენ თავი დაიცვან ამ დაავადებისგან, ანუ აცრაზე უარს ამბობენ.

არადა, B ჰეპატიტის ვაქცინა უფასოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ასევე უფასოა ვირუსზე და მის ანტისხეულებზე გამოკვლევა. თუ ანტისხეულები არ აღმოჩნდა, აუცილებელია აცრა.

იმათ საყურადღებოდ, ვინც „კოვიდ ფაშისტის“ ძახილით აპირებთ კომენტარებში გაჩენას და ჩიპების ჩადგმაზე და მსგავს სისულეებზე წერას, გაიხედ-გამოიხედეთ და გაიაზრეთ, რომ თქვენს გარშემო ყველა ბავშვი, მოზარდი, და უკვე ზრდასრული, 2003 წლის მერე დაბადებული ადამიანი, აცრილია B ჰეპატიტზე და მათ არც ჩიპები აქვთ ჩადგმული და არც რქები და ჩლიქები ამოსვლიათ. უბრალოდ B ჰეპატიტი, D ჰეპატიტი და მათთან დაკავშირებული ღვიძლის ციროზი და კიბო არ დაემართებათ და ამით თქვენზე უკეთეს პოზიციაში არიან.“

თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved