• რეკლამა
  • კონტაქტი
15:35, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმას, რასაც ახლა ვიტყვი, მართლა ვერ ვუღებ ალღოს და, იქნებ, თქვენ მაინც გქონდეთ პასუხი“ – ნუგზარ რუხაძე

ალია ავტორი - ალია
14:08 08-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,398

“იმას, რასაც ახლა ვიტყვი, მართლა ვერ ვუღებ ალღოს და, იქნებ, თქვენ მაინც გქონდეთ პასუხი,” – ამის შესახებ ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე სოციალურ ქსელში წერს.

რუხაძე წიგნის კითხვასთან დაკავშირებით საუბრობს და საზოგადოებას მიმართავს.

“იმას, რასაც ახლა ვიტყვი, მართლა ვერ ვუღებ ალღოს და, იქნებ, თქვენ მაინც გქონდეთ პასუხი. საუბარია წიგნის კითხვაზე.

დავჯექი და დავთვალე დრო, რომელიც საკითხავად, შეიძლება, ჰქონდეს საშუალოდ დაკავებულ ადამიანს, დიდსაც და პატარასაც და აღმოვაჩინე, რომ აუცილებლად რომ ითვლება, იმ წასაკითხი ლიტერატურის ფეხდაფეხ მიყოლა არ გამოდის და, აი, რატომ:

მე რომ ვიყავი პატარა, მერე ყმაწვილი, შემდეგ ჭაბუკი და ბოლოს, მოწიფულობაში რომ შევედი, ასე თუ ისე, მაინც შეიძლებოდა გარდაუვალად წასაკითხი წიგნების რაოდენობის გამკლავება, რადგან მაშინ დროს ისე არ გვიჭამდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, როგორც ახლა. წიგნიც ამ ყაიდის საშუალებაა, მაგრამ მას ინფორმაციის იმდენი მედიუმი დაემატა დღეს, რომ მხოლოდ რაციონალურად კითხვის აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდით.

გაგიტაცებს მხატვრული ლიტერატურა და იმდენ სხვა რამეს ჩამორჩები, რომ ზარალის ანაზღაურება უსაშველო იქნება. ჰოდა, რა ვქნათ, ახლა? მე, ჯანდაბას, გასული ვარ უკვე ბოლოში, მაგრამ სხვებმა, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას, რა ქნან, როგორ მოიქცნენ, რომ აუცილებელი ერუდიციის გარეშე არ დარჩენენ ამ აღვირაწყვეტილი ინფორმაციული ჭექა-ქუხილისა და თავსხმის სამყაროში? ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემი ბავშვობის შემდეგ, ანუ ამ უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში, კიდევ რამდენი აუცილებლად წასაკითხი წიგნი დაემატა მსოფლიო ბიბლიოთეკას?

რომელს ვეტაკოთ, რომელი გადავფურცლოთ და რომელი ერთი გადავიკითხოთ ხელახლა, რომ უკეთესად შევუშვათ თავში? არც კი ვეცდები ამ ხერხემალში გადამტეხ კითხვაზე პასუხის გაცემას. შენ თუ მოახერხებ რამე ჭკვიანურის თქმას, აგერაა ელქტრონული ქაღალდიც და კალმისტარიც!” – წერს ნუგზარ რუხაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved