„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი:
„სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა “ხალხის ძალის” დაინიცირებული კანონპროექტი 76 ხმით პირველი მოსმენით დაამტკიცა. “პონტოელი პილატე” ამის გამო “კეისრის” რისხვით გვემუქრება, “გოლიათს” კვლავ სურს “დავითის” გასრესა. ლუციფერი ისევ ილაშკრება ჯვარზე გაკრულ შვილთან მყოფ ღვთისმშობელზე. არავითარი შიში ან სიმხდალე! არავითარი ეჭვი საკუთარ გადაწყვეტილებაში! რამდენადაც მასშტაბურად არ უნდა მოგეჩვენოთ ჩვენი მოწინააღმდეგის შესაძლებლობები – იმ ძალას, რასაც უფლის, ეროვნული ხელისუფლების და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს, ვერანაირი “მასშტაბი” წინ ვერ აღუდგება.“
კომენტარები