• რეკლამა
  • კონტაქტი
02:42, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ დონეზე მცემა, რომ ვეღარ ვსუნთქავდი” – მოზარდი ოჯახის წევრებს ძალადობაში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
12:05 01-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

16 წლის მოზარდი, ლაშა ჯინჭარაძე მამას, ბიძას და ოჯახის სხვა წევრებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. მოზარდი ქობულეთში, დედასთან ერთად ცხოვრობს. ამის შესახებ მან „შაბათის ფორმულა“-ს ეთერში განაცხადა.

მოზარდი ჰყვება,რომ მამა მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. 16 წლის ლაშა ჯინჭარაძე ამბობს, რომ მამამ ხელი პირველად 7 წლის ასაკში დაარტყა, ქამრით სცემა. ის იხსენებს, რომ მამა წლების განმავლობაში სვამდა და დედამისსაც უსწორდებოდა ფიზიკურად.

ლაშა ჯინჭარაძე ამბობს, რომ სკოლაში მასწავლებლებმა და მანდატურმა ის ნაცემი რამდენჯერმე ნახეს, თუმცა არც ერთხელ პოლიცია არ გამოიძახეს. 

შაბათის ფორმულას რესპონდენტი ამბობს, რომ ძალადობა იმის შემდეგაც გაგრძელდა, რაც დედამ ბებიასთან დატოვა და თვითონ ემიგრაციაში წავიდა. მისივე თქმით, მამის ნაირად მასზე ძალადობა ბიძამ და ბებიამ დაიწყეს. 

“სულ იმის შიშით ვიყავი, რომ მთვრალი მოვიდოდა და მცემდა. ჩუსტს მირტყამდა, ქამარსაც. თავიდან დედის მიმართ იყო ეს ძალადობა, მერე როცა წამოვიზარდე და დავიწყე დედაჩემის დაცვა, მერე უკვე ჩემზე სწევდა ხელს. მიზეზი შეიძლება ყველაფერი ყოფილიყო. ისე დაურტყამს, რომ ცხვირიდან სისხლი რამდენჯერმე წამომსვლია, ტუჩიც მქონდა გახეთქილი..

ბიძამ დამაგდო იატაკზე, მანამდე გამომეკიდა, ცემა დამიწყო. რატომ არ ვიცი ახლაც. ბებია ხელის დარტყმას ვერ მიბედავდა, თუმცა შეურაცხყოფებს მაყენებდა და მუდმივად ფსიქოლოგიურად ძალადობდა…ერთხელ საავადმყოფოში მოვხვდი, რეზინის ჩუსტებით მცემა. იმ დონეზე მცემა, რომ ვეღარ ვსუნთქავდი…ბოლოს დაიჭირეს, ძაან რომ გვცემა, სისხლებში რომ ვეგდე”, – ამბობს მოზარდი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved