2008 წელთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა. დაწყებული იმით, თუ როგორ მოხდა პროცესების ინიცირება. მაგალითად, როგორ უწოდეს ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, რატომ მიიღეს კანონი, რომლითაც აღდგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რატომ ჩატარდა არალეგიტიმური არჩევნები ცხინვალის რეგიონში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს ისიც, რომ წინა მთავრობამ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომელშიც წერია, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო.
„ამას ემატება ჩადენილი ღალატი – ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც ეწერა, რომ ქართულ ჯარს თითქოს დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი, რაც „ნაცმოძრაობამ“ დააბრალა იმ დოკუმენტზე ხელმოწერით. ჩვენ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ჯარის პოზიციები და ბოლომდე გავიტანეთ სიმართლე. მაგრამ იმ დოკუმენტში კიდევ მეორე რამ წერია – რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ომი დაიწყო სააკაშვილმა. ამასთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები