Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგის მესამე ადგილზე გავიდა, რომელზეც Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ჩაანაცვლა.
19 ნოემბრის მონაცემებით, მასკის ქონების ღირებულება 120 მილიარდ დოლარად ფასდება, ცუკერბერგის კი 103 მილიარდად. სააგენტოს მონაცემებით, Tesla-ს აქციების 10%-იანი ზრდის ფონზე, ბიზნესმენის ქონება ერთ დღეში 10,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
რეიტინგის პირველ ადგილს კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს (183 მილიარდი დოლარი), მეორე ადგილზე კი Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია (128 მილიარდი დოლარი).
კომენტარები