• რეკლამა
  • კონტაქტი
14:20, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ილონ მასკი უკრაინას Starlink-ის გამოყენების წესების დარღვევაში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
15:16 10-25-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
145

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Starlink-ის გამოყენების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა სატელიტური ინტერნეტის სისტემა შეტევითი დრონებით ოპერაციებისთვის გამოიყენეს, რაც მომსახურების წესებით აკრძალულია.

მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გასულ კვირას კომპანიამ სისტემის ამგვარი გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდა.

„Starlink-ის, როგორც სამოქალაქო კომერციული სერვისის, გამოყენება შეტევითი დრონებით ადამიანების დასახოცად არასოდეს ყოფილა ნებადართული და არც უნდა იყოს. უკრაინის სამხედროებმა დაარღვიეს Starlink-ის გამოყენების პირობები. ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა“, – განაცხადა მასკმა.

მისი თქმით, Starlink კვლავ გადამწყვეტ როლს ასრულებს უკრაინის თავდაცვაში და სისტემის სრულად გათიშვა ფრონტზე მძიმე შედეგებს გამოიწვევდა.

მასკმა გააკრიტიკა ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც, მისი შეფასებით, ომის გაგრძელებას უჭერენ მხარს.

„უდიდეს ზიზღს ვგრძნობ იმ ბოროტი ომის გამჩაღებლების მიმართ, რომლებიც დაუსრულებელ ხოცვა-ჟლეტას ემხრობიან და კონფლიქტის მოგვარების არანაირ რეალისტურ გზას არ გვთავაზობენ. ჯოჯოხეთში დაიწვებით“, – დაწერა მან.

ამასთან, უკრაინული მხარე მასკის ბრალდებას არ ეთანხმება. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, სერგი ბესკრესტნოვის განცხადებით, უკრაინას Starlink-ის გამოყენება საშუალო და შორი მოქმედების შეტევითი დრონებისთვის ტექნიკურად არ შეუძლია.

24 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობის სიჩქარე, ერთ კვირაზე მეტი ხნის შეზღუდვების შემდეგ, აღდგენილია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved