ილონ მასკი თვლის, რომ დიდი ალბათობით, „კოვიდ-19“-ით არის ინფიცირებული. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კომპანია „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, თუმცა ტესტების პასუხები ურთიერთგამომრიცხავია.
„სხვადასხვა ლაბორატორიებიდან განსხვავებულ პასუხებს ვიღებ. დიდი ალბათობით, ვირუსის მსუბუქი ფორმა მაქვს. ჩემი სიმპტომი მსუბუქი გაციებას ჰგავს“, – წერს ილონ მასკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
კომენტარები