საფრანგეთში მცხოვრები მწერალი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ილია ნუ შეძრწუნდები…
ჩონგურს დავწყვიტეთ სიმები…
შენს სამშობლოში ქართველ ქალს
ნიფხავით დააქვს სიები.
გული არ დაგწყდეს, ლექსოზე,
არც ნახალოვკელ გაბოზე…
“კარგი ბიჭები” ქალაქში
უბნის ყუთებთან გაბოზდნენ.
ქვეყანა ზიზღით აავსეს…
კაცი გველსა ჰგავს გესლიანს…
ზეზე რომ წამოგახედა
ტყვიას ხელახლა გესვრიან.
ვერსად მიაგნებ სამართალს,
მოკლეს ნათელი გულები…
ქვეყნის ბედს სწყვეტენ ქუჩებში
“ბიჭები ჩაცუცქულები”
კომენტარები