სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
პატრიარქმა, როგორც რუსების მიერ გაჩანაგებული ეკლესია ჩაიბარა და 52-დან 2000-მდე გაზარდა, ააშენა, გააცოცხლა, ისე, მგონია და იმედს ვიტოვებ, რომ უღმერთო საბჭოთა კავშირის მიერ დაზიანებულ ერს, მრევლს კეთილისა და ბოროტის გარჩევის, ფარისევლობის ამოცნობის უნარებიც შეასწავლა და შესძინა.
და თუ ეს ასეა, მაშინ ქართული ეკლესიის მრევლი ამ დღეების მანძილზე, თვალნათლივ და ადვილად ამოიცნობდა ოცნების ფარისევლობასა და სივერაგეს. ხარბ და დაუოკებელ სურვილს – მხოლოდ ძალაუფლება კი არა, პატრიარქიც კი მიეთვისებინათ. პარტიული ქულები დაეგროვებინათ მის გარდაცვალებაზეც. ამაზე შემზარავი, უნიჭო და უშნო ცოტა რამ არსებობს.პატრიარქი ერთიანობას ქადაგებდა და ოცნება მხოლოდ დაყოფისთვის, დაპირისპირებისთვის იღწვის.
ილია II-ს უკანასკნელი სურვილი პოლიტ-პატიმრების გათავისუფლება იყო, მაგრამ ოცნებამ არც კი მოუსმინა და მათ რიცხვს პირიქით, ზრდის.
პატრიარქმა იქადაგა ქართული მიწა არ გაყიდოთო და ოცნებამ მთლად არაბებს აჩუქა ზუსტად ის მიწა, რაც მანამდე საპატრიარქოს ეკუთვნოდა.
გვიყვარდეს ერთმანეთიო და ოცნებამ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ახალგაზრდებს სახის ძვლები დაულეწა; მზიას ციხეში აბრმავებს; ბავშვებს ბაღების ფულს ჰპარავს და ჯარისკაცებს წამლავს.
ფოტო: დარო სულაკაური















კომენტარები