• რეკლამა
  • კონტაქტი
21:35, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იმედის“ დახურვის გადაწყვეტილება ბოლო-ბოლო ბადრიმ [პატარკაციშვილმა] მიიღო. ბადრი ფაქტობრივად, ცხოვრებიდან გავიდა იმ მომენტში” – ირაკლი რუხაძე

ალია ავტორი - ალია
14:19 05-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
431

ბადრი პატარკაციშვილს, რამდენადაც ვიცი, არ ჰქონია კონტაქტი არავისთან, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, ალუდა ღუდუშაურის კითხვაზე, „იმედის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ვინმეს თუ გამოუთქვამს სინანული და ვინმესთან თუ იყო შემდეგ წლებში კონტაქტი? – „მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რაც მოხდა და არ მინდოდა „იმედის“ დახურვა. „იმედის“ დახურვის გადაწყვეტილება ბოლო-ბოლო ბადრიმ [პატარკაციშვილმა] მიიღო. ბადრი ფაქტობრივად, ცხოვრებიდან გავიდა იმ მომენტში. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო შემობრუნება, არავის ელაპარაკებოდა, დადიოდა თავის ტყეებში, ეწეოდა სიგარეტს და არ ჭამდა. არაფერი კონტაქტი არ ჰქონია და ძალიან გაბრაზებული იყო ამ ყველაფერზე. მე მინდოდა „იმედის“ არდახურვა და ყველას გაყრა იქიდან, ვინც გააკეთა ის განცხადება. ეს იყო ჩემი აზრი. ბადრი ვერ დავითანხმე, საერთოდ, ვეღარც ველაპარაკებოდი წესიერად ამ ყველაფრის მერე. მე არაფერი კონტაქტი არ მქონია გიორგი თარგამაძესთან გარდა იმისა, რომ რამდენჯერმე ელჩების შეხვედრებზე სხვადასხვა ტელევიზია მოჰყავთ ხოლმე და „იმედიდან“ მე დავდივარ, იქ ყოფილა [თარგამაძე], ერთი-ორჯერ მყავს ნანახი ამ შეხვედრებზე, როგორც ოპოზიციონერი, „ფორმულის“ წარმომადგენელი…”

სოზარ სუბარმა ჰკითხა, იცის თუ არა ვინ გათიშა „იმედში“ შეჭრის დღეს კამერები ტელეკომპანიაში?

რუხაძე: „ეს არ ვიცი [ვინ გათიშა კამერები]. მე მქონდა თხოვნა, რომ კამერები გარეთ გაეტანათ, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი ყოფილიყო ეთერში დარბევის კადრები. დარწმუნებული ვიყავი, რომ შემოვიდოდნენ. ძალიან ცოტა გვაქვს კადრები გადაღებული. წარმოუდგენლად მოიქცნენ ჟურნალისტები. ამიტომ ვთქვი, რომ ორად უნდა გავყოთ „იმედის“ წართმევა. პირველად სხვანაირად გააკეთეს, ეგონათ, რომ ძალით გადაგვივლიდნენ და ამით დამთავრდებოდა და რომ არ დამთავრდა, მერე შიგნიდან გააჩინეს ბზარი. ეს შიგნიდან გაჩენილი ბზარიც ძალიან მცირე ნაწილს შეეხო…”

 

თეგები: ირაკლი რუხაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved