• რეკლამა
  • კონტაქტი
11:22, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იგივე გაცვეთილ „პლასტინკას“ ხრინწიანად ატრიალებენ, რაც ბოლოსა მათ გრამაფონსაც გაჭედავს!” – დავით ზარდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:05 08-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“როგორც მოსალოდნელი იყო, მუნიციპალურ არჩევნებში „ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამისა და კანდიდატების მთავარი რეპრეზენტატორია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი; გამონაკლისია თბილისი, სადაც სამომავლო მუნიციპალური პოლიტიკის პარტიულ პროგრამასაც და საკრებულოს წევრთა პარტიულ კანდიდატებსაც – თბილისის მოქმედი მერი და უალტერნატივო კანდიდატი, თუმცა ასევე – ეროვნული მასშტაბის „მძიმეწონოსანი“პოლიტიკური ლიდერი, წარადგენს;” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი. 

“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყველაზე მძლავრ, მმართველ პარტიასაც კი, ჯერჯერობით არ ჰყოფნის რესური, ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების თვითგამოხატვისა, რადგან საარჩევნო კამპანიის გახსნისას ისინი- პრემიერმა უნდა წარუდგინოს ხალხს.

იმედია, ოდესმე მაინც მოვესწრებით, რომ ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები უფრო იქნებიან მუნიციპალური პოლიტიკის რეპრეზენტატორები ადგილობრივ არჩევნებში, ვიდრე ქვეყნის პრემიერ მინისტრი; ანუ – მუნიციპალურ არჩევნებს უფრო მეტად ადგილობრივი და არა საერთო-ეროვნული კონტექსტი ექნება, რაც დღესაც არის უკვე მიღებული „დეცენტრალიზაციის სტრატეგიის“ მთავარი მიზანი.

მეორეს მხრივ – ადგილობრივი არჩევნების უდიდესი და გამოუსწორებელი ნაკლია, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია ფაქტიურად ყოველგვარი ოპონირების გარეშე მიმდინარეობს: ოპოზიციას მუნიციპალური პოლიტიკის არც რეპრეზენტატორები ჰყავს და უარესიც: ასეთი პოლიტიკის რაიმე ალტერნატიული ხედვაც კი არ გააჩნია; მათი მუნიციპალური პოლიტიკის პროგრამებზე არაფერი გვსმენია და არც ადგილობრივი ლიდერები, ვინც რაიმე მსგავს ალტერნატივას “სექუნდ ჰენდის” ვარიანტში მაინც გამოხატავს და ხალხისთვის წარადგენს, ჯერჯერობით მაინც, თვალითაც არ გვინახავს! მათი ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია, თუკი რასაც ვხედავთ, ასეთად საერთოდაც შეიძლება იწოდებოდეს, ამჯერადაც ჩვეულ რევოლუციურ დემაგოგია-რიტორიკას არ გასცილებია;

ანუ – იგივე გაცვეთილ „პლასტინკას“ ხრინწიანად ატრიალებენ, რაც ბოლოსა და ბოლოს მათ გრამაფონსაც გაჭედავს! სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს – მთლიანად ამ ე.წ. ოპოზიციის მთავარი რეპრეზენტატორი ისევ უკარაინაში ჯმნული სოციოპატია, ხოლო დანარჩენები, რაც სამ ტელევიზიად რეკონსტრუირებულ ამ გვარიანად მოშლილ, რევოლუციის მეხოტბე უძველს გრამაფონში ისმის, ოდენ – გაცვეთილი “პლასტინკის” ხარვეზიანი ექო და უარესიც – ხრინწია.

ანუ – ეს ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკსები ამ თავიანთი მთავარი რეპრეზენტატორის, კიდევ უფრო უვარგისი ინტერპრეტატორები, არიან! რა კონკურენტულ არჩევნებზე შეიძლება აქ ლაპარაკი?!” – წერს ზარდიაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved