• რეკლამა
  • კონტაქტი
15:02, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იგეგმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც, შესაძლოა, ტრამპიც დაესწროს – FOX News

ალია ავტორი - ალია
11:34 08-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ექსკლუზიური ინტერვიუ  FOX News-ს მისცა, სადაც აღნიშნა, რომ “იგეგმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც, შესაძლოა, თავადაც დაესწროს”.

ტრამპს შეხვედრის შესაძლო თარიღზე, ადგილმდებარეობაზე ან სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თქვა, რომ “ახლა ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს”.

„ვფიქრობ, ახლა პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ პუტინსა და ჩემს შორის შეხვედრა დაინიშნება… ორივეს სურს, რომ მე იქ ვიყო და მე იქ ვიქნები“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან “ესიამოვნა” პუტინის ნათქვამი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: “რომ ჩემს საპრეზიდენტო მმართველობაში ომი არასდროს მოხდებოდა”.

მნიშვნელოვანია, როცა ორი დიდი ქვეყანა საერთო ენას პოულობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ატომურ სახელმწიფოებს ეხება. ჩვენ ვართ ნომერი ერთი, ისინი – ნომერი ორი მსოფლიოში, და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია” – თქვა ტრამპმა.

კითხვაზე, რა რჩევას მისცემდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მან უპასუხა: „შეთანხმება გააფორმეთ… რუსეთი ძალიან დიდი ძალაა“.

სანქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კი განაცხადა: “შეიძლება ორ ან სამ კვირაში ან რამე მსგავს დროს ამაზე ფიქრი მომიწიოს, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ გვჭირდება”.

„ვფიქრობ, იმის გამო რაც დღეს მოხდა, ახლა ამაზე ფიქრი არ მჭირდება. შეიძლება ორ კვირაში ან სამ კვირაში ან რამე მსგავს დროს მომიწიოს ამაზე ფიქრი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ გვჭირდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
და კიდევ ერთი დეტალი: ტრამპმა პუტინთან გამართული ისტორიული შეხვედრა 10-დან 10 ქულით შეაფასა.

„ვფიქრობ, შეხვედრა 10-იანზე იყო, რადგან შესანიშნავად შევეწყვეთ ერთმანეთს. კარგია, როდესაც ორი დიდი ძალა ერთმანეთს კარგად ეწყობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ბირთვული ძალები არიან“, – აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved