• რეკლამა
  • კონტაქტი
12:30, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იგეგმება ხმაურიანი დაკავება… საუბარია ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ გარკვეული დივიდენდების უკანონო მიღებაზე“

ალია ავტორი - ალია
02:29 08-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,906

ანი დვალიშვილი

როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტომ ქართულ პოლიტიკაში მშვიდად შემოაბიჯა და ასევე მშვიდად გაივლის. სექტემბერში პოლიტიკოსები ნამზეურის „რაზნიცას“ დაატოლებენ ერთმანეთს და მერე, როგორც წესი, სხვა რამის დატოლება წავა. თუ ატყობთ, წლებია, ამ სისტემით მივდივართ, წლებია, ოპოზიცია აანონსებს ცხელ ზაფხულს და მხოლოდ ამინდის პროგნოზს იცნობს, პოლიტიკურად კი… არჩევნებამდე ამ მდგომარეობით მივალთ – ნაციონალები ისევ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნებას შეეცდებიან, „ოცნებიდან“ გასული „ხალხის ძალა“ შეეცდება ეს სტატუსი წაართვას, ლეიბორისტები კვლავ არჩევნების გაყალბებაზე დაიჩივლებენ, ბუჯანაძე ისევ ვერ გადალახავს ბარიერს, ბოკერიას პარტია იმ სასწაულის იმედად იქნება, რომელიც არ მოხდება, გახარია… აი, ყველაზე დიდი იმედგაცრუება, ალბათ სწორედ გახარიას პარტიაა, რომელსაც თითქოს სასწაული უნდა მოეხდინა, მაგრამ სასწაულს ვინ ჩივის, პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მისი წარმომადგენლები „ოცნებაში“ ბრუნდებიან (და არა გადადიან) და სანაცვლოდ, მცირე, მაგრამ სტაბილურ თანამდებობებს იღებენ. იმასაც შეამჩნევდით, რომ ბრძოლის ველიდან გაქრა დიმიტრი შაშკინი, დავით კირკიტაძე… ანუ, ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან არჩევნები, მაგრამ ახლა ვადამდელის სუნს ვერ გრძნობენ და დროსა თუ ენერგიას, ტყუილად არ ხარჯავენ.

სამაგიეროდ, სოსო გოგაშვილი ცდილობს რაიმე ისეთი თქვას, ყველაზე ცუდ ვარიანტში, ოპოზიცია მაინც მიიმხროს. თქვა კიდეც, ბიძინა დამემუქრაო, გომელაურმა დამირეკაო, მაგრამ ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვისაც, გოგაშვილი უკვე გაჭრილი კარტია და აღარავის აინტერესებს. ფსკერისკენ წასულ ყოფილ მაღალჩინოსანს ბოლომდე სჯეროდა (შეიძლება, ახლაც სჯერა), რომ ბევრს გაიყოლებდა, მაგრამ ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის. თუ გახსოვთ, დაკავებიდან მეორე დღესვე, გოგაშვილის წარმომადგენელმა ამაყად რომ თქვა, ყველა დოკუმენტაცია უკვე ევროპელ დიპლომატებს აქვთ და საზღვარგარეთიდანაც მალე დაიდება დოკუმენტებიო, მაშინვე უარვყავით რაიმე სერიოზულის არსებობა. რომელიმე დიპლომატმა თქვა, გოგაშვილისგან ფასდაუდებელი მასალა მივიღეო? სადმე რამე გამოჩნდა ისეთი, რაზეც საზოგადოება აღშფოთდებოდა? არც არაფერი. უბრალოდ, ბოლო მომენტამდე, თავისუფლებაზე მყოფ გოგაშვილს „ოცნებასთან“ ვაჭრობა ჰქონდა გამართული და თანამდებობას ითხოვდა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რომელიმე მუნიციპალიტეტის (კახეთის რეგიონში) საკრებულოს თავმჯდომარეობას მაინც, რომ ვერ მიიღო, ღია შანტაჟზე გადავიდა და ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც დასრულდა.

და ისევ სააკაშვილი. გასულ კირას გამოქვეყნებულ წერილში ექსპრეზიდენტმა მხოლოდ უკრაინაზე ისაუბრა და ამით კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩარევას აღარ აპირებს. თანაც, მიშა წერილში პირველ პირში საუბრობდა – „გავანადგურეთ, ავაფეთქეთ, წინ წავიწიეთ“, ანუ პირდაპირ ამბობდა, უკრაინელი ვარო. ამ ყველაფერს ხელისუფლება ერთი წერილით რომ არ დაიჯერებს, ფაქტია, მაგრამ მისი გუნდის შიგნით აზრთა სერიოზული სხვადასხვაობაა. გუნდი, რომელიც სააკაშვილთან ასოცირდება, ამბობს, რომ პრეზიდენტი (მიშას ნაცებში „ექს“-ს არავინ ეძახის) დაიღალა და აღარ სჯერა, რომ მის პარტიას რადიკალური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. მელიას და ე.წ. ახლების გუნდი კი ამტკიცებს, მიშას გარეშეც „გავქჩავთო“, მაგრამ შინაგანად იციან, რომ ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება. ამიტომაცაა, მელია და მისი მომხრეები, ყველანაირად რომ ცდილობენ ადვოკატების განცხადებები გააუბრალოონ და მხარდამჭერებმა მათ არ დაუჯერონ. შემდეგ არჩევნებში, „ნაციონალებს“ ტანჯული სააკაშვილის სახელი ისევ სჭირდებათ, მთავარი მოწოდებაც ხომ ეს იქნება, გავიმარჯვოთ სააკაშვილისთვის და… მარტო სააკაშვილისთვის, რადგან ნიკა გვარამია მის თანამშრომლებს და ოჯახის წევრებსღა თუ ახსოვთ.

აგერ, იმასაც გვიყვებიან, სექტემბერში ერთი ხმაურიანი დაკავება იგეგმება, საქმე უკვე პროკურატურაში დევს და ირაკლი შოთაძის უწყების რჩეული ბიჭები მუშაობენო. საუბარია ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ გარკვეული დივიდენდების უკანონო მიღებაზე, რაც თურმე სახელმწიფოს და კიდევ ვიღაცის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ისიც გვითხრეს, საქმე ძალიან ხმაურიანი იქნება და ბევრ თემას გადაფარავს, თან „ოცნების“ ლიდერებს იმის თქმის შესაძლებლობაც ექნებათ, თუ საქმე დანაშაულთან გვაქვს, ჩვენი გუნდის წევრებსაც არ ვინდობთო. ჰოდა, დაველოდოთ, როგორ მოსავალს აიღებს საშემოდგომოდ შოთაძის უწყება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved