ქალაქ იერუსალიმში, შეიარაღებულმა პირებმა სხვადასხვა ადგილზე ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც მინიმუმ შვიდი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ BBC ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს და ავტოსადგომს ისტორიულ „დასავლეთის კედელთან“ ახლოს.
სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირების ძებნა დაიწყეს, რომლებიც თავდასხმის შემდეგ გაიქცნენ. პოლიციის სპიკერმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მომხდარი განიხილება, როგორც სავარაუდო ტერაქტი.
სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ დაშავებულთაგან რამდენიმე ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულია 6 კაცი და 1 ქალი.
კომენტარები