იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველის ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა | imedinews
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველის ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტრო ნოემბერში დამიკავშირდა და მკითხა, განვიხილავდი თუ არა ამ თანამდებობაზე განაცხადის გაკეთებას. მე ეს ახლა გავაკეთე და ეს ის სამუშაოა, რომლისთვისაც ძალიან მოტივირებული ვარ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე განაცხადი სულ 22-მა ადამიანმა შეიტანა.
იენს სტოლტენბერგი 2000-2001 და 2005-2013 წლებში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იგი ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობებს ასრულებს. მისი მანდატი 2022 წლის 30 სექტემბერს იწურება.
კომენტარები