დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რიგ შეკითხვებს უპასუხა. დიდ ქალაქებში ღამის საათებთან დაწესებული შეზღუდვების შესახებ მან შეკითხვა თავად დასვა და თავადვე განმარტა:
„ბევრი დაწესებულ შეზღუდვებზე ხუმრობს. რა? კორონა იძინებს 22-საათზე და დილით ისევ იღვიძებსო?
არა, ბატონებო, ეს მეცნიერულად დადასტურებულია.
ამ ტიპის შეზღუდვა 30-%ით ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. 22-საათის შემდეგ გაადაგილების შეზღუდვის გარდა გვაქვს სხვა შეზღუდვები: დისტანციური სწავლება, დისტანციური სამუშაო და ა.შ.“, – განაცხადა მან.
კომენტარები